5 ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი სერიალი
5 ყველაზე დიდ ბიუჯეტიანი სერიალი
სერიალების გადაღებას დიდი დრო, ბევრი მსახიობი, შრომა და მაღალი ბიუჯეტი სჭირდება. მისი დამუშავება, ტექნიკურად გამართვა და ერთ სრულ ნამუშევრად შეკვრა რთული პროცესია. იცით, რა დაჯდა, ყველასთვის ცნობილი და შესაძლოა თქვენი საყვარელი სერიალის გადაღება?

გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 5 ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან სერიალს:

1.
HBO-ს ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ჟანრის სერიალი, "სამეფო კარის თამაშები" ("Game of Thrones"), გამოსვლის დღიდან პოპულარობით სარგებლობს. სერიალმა მაყურებელი მალევე მოაგროვა და საფინალო სეზონს, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მილიონობით ადამიანი ელოდა. კრიტიკოსების თქმით,
"სამეფო კარის თამაშებში" ყველა პერსონაჟი და ორთაბრძოლა რეალურთან მაქსიმალურად მიახლოეუბლი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მაყურებელთა დიდი რაოდენობა სწორედ სერიალის მაღალმა ხარისხმა განაპირობა. "სამეფო კარის თამაშები" 8 სეზონისგან შედგება და საფინალო სეზონში თითო სერიის გადაღება HBO-ს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2.
Netflix-ის ცნობილი სერიალი "გვირგვინი" ("The Crown") 2016 წლის
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული სერიალია. ის ისტორიული ჟანრისაა და სამი სეზონისგან შედგება. მოქმედება დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს და 1940 წლიდან თანამედროვეობისკენ მოდის. "გვირგვინის" გადაღებისას, დედოფალ ელიზაბეტ მეორეს საქორწინო კაბის შესაქმნელად, დიზაინერს და მის გუნდს 35 000 დოლარი გადაუხადეს. კომპანია სერიალის ბოლო ეპიზოდის გადასაღებად 2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის აღებას გეგმავდა, თუმცა ხარჯები შეამცირეს და საფინალო ეპიზოდი ვალის აღების გარეშე გადიღეს. Netflix-ს თითო ეპიზოდის გადაღება 13 მილიონი დოლარი დაუჯდა.

3.

NBC- ის სამედიცინო დრამის "სასწრაფო დახმარება" (ER) გადაღება 1994 წელს დაიწყეს. ის 15 სეზონისგან შედგება. მოქმედება ჩიკაგოში ხდება და ყოველდღიურად პროფესიონალ ექიმებს ურთულესი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. 1998 და 2003 წლებში სერიალმა რეიტინგით პიკს მიაღწია, თითო სერიის გადასაღებად, დიდი რაოდენობით სამედიცინო აღჭურვილობა, სპეციალურად მოწყობილი სივრცე და ექიმთა დიდი ჯგუფის დამხარება იყო საჭირო. NBC სტუდია სერიალის თითო სერიის გადაღებაზე 13 მილიონ დოლარს ხარჯავდა.

4.

HBO-ს მორიგი სერიალი, დრამა "ჯარისკაცთა საძმო" ( "Band of Brothers") 2001 წელს გადაღებული მაღალბიუჯეტიანი სერიალია. "ჯარისკაცთა საძმო" მხოლოდ 1 სეზონისგან შედგება და 1942 წელს, მე-2 მსოფლიო ომის პერიოდში ჯარისკაცების ცხოვრებას აღწერს. სერიალის შექმნაში მონაწილეობას ტომ ჰენქსი და სტივენ სპილბერგი იღებდნენ. თითო ეპიზოდის გადაღება კი 12.5 მილიონი დოლარი ჯდებოდა.

5.

Netflix-ის კომედიური ჟანრის სერიალი "მეგობრები" ("Friends") ბევრ ქვეყანაში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, 1994 წელს გადაღებული მანჰეტენური თანაცხოვრების ისტორიები 10 სეზონისგან შედგება და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის დღესაც საყვარელი სერიალია. "მეგობრები" ტელეეკრანებზე 2004 წლამდე გადიოდა და მისი თითო ეპიზოდის გადაღება 10 მილიონი დოლარი ჯდებოდა.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები