პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო სტატუსზე უარს აცხადებენ - ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით "იმედგაცრუებულია"
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო სტატუსზე უარს აცხადებენ -  ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით "იმედგაცრუებულია"
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე უარის თქმას და მუშაობით ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ბი-ბი-სიმ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი განმარტავენ, რომ დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულებას გააგრძელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წყვილი საქველმოქმედო ორგანიზაციის
შექმნას აპირებს.

ბი-ბი სის ინფორმაციით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განცხადების გაკეთებამდე კონსულტაცია სამეფო ოჯახის არცერთ წევრთან გაუვლიათ და ბუკინგემის სასახლე მათი გადწყვეტილებით "იმედგაცრუებულია."

სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი აცნობიერებენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს,
რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.

პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ. მათ 2019 წლის მაისში ვაჟი - არჩი შეეძინათ.

ნიკა
10 იანვარი 2020 15:22
ინტრიგების გარდა, მომაბეზრებელია მკაცრი ეტიკეტი, ათასნაირი პირობითობის დაცვა, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ძალიან კარგად მესმის მათი. გახსოვთ ვალდებულებებით შეღონებული პრინცესა ანა „რომაული არდადეგებიდან"?
naTela
10 იანვარი 2020 13:58
სამწუხაროდ ასე ხდება, როდესაც სამეფო ოჯახის შთამომავალი ლიბერალური ყალბი იდეების მსხვერპლი ხდება და პასუხისმგებლობის პრინციპი ბოლო ადგილებზე გადადის. თუ სამეფო ოჯახის წევრი ხარ მაშინ შენი მოვალეობები და ვალდებულებები გაცილებით მეტია ვიდრე საზოგადოების რიგითი წევრისა.

ვფიქრობ ასე არ მოხდებოდა პრინცი ჰარის მეუღლე არისტოკრატიული წრიდან, რომ ყოფილიყო და არა ასაკსგადაცილებული დიდი სექსუალური გამოცდილების მქონე შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც ტრადიციები არ ანაღვლებს, მითუმეტეს ბრიტანული.
111
09 იანვარი 2020 11:00
მაგ მეგანს ეტყობა უბრალო და უეშმაკო ადამიანია, გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს, ვეღარ აიტანა ერყობა სამეფო კარის ინტრიგები (მანიც ამერიკული ხასიათი) ისე მაგის ქმარი ცოტა ჩერჩეტა ტიპი ჩანს, ნუ ერთი ფაქტია, ქეით მიდლტონი სამეფო ტახტის ნამდვილი გამგრძელებელია, მანერებითაც, ქცევითაც და ა.შ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები