მსოფლიო შედევრები წყალში?! - კვირის პალიტრა

მსოფლიო შედევრები წყალში?!

მექსიკის ქალაქ კანკუნში, გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციის  ბოლო დღეს, "გრინპისის" აქტივისტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

თურმე, სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელი ისტორიაში ერთ-ერთი "ყველაზე ცხელი" აღმოჩნდა, ხოლო ექსპერტთა დასკვნით, სამხრეთ ამერიკისა და ალასკის მთათა მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

აქციაზე გრაფიკული გამოსახულებით აჩვენეს, თუ მყინვართა დნობა გაგრძელდა, რა მოელის მსოფლიო შედევრებს: "სამუდამოდ ჩაიძირება" თავისუფლების ქანდაკება, სიდნეის ოპერა, ეიფელის კოშკი, ქრისტეს ქანდაკება, ბიგ ბენი, ხეოფსის პირამიდა, თაჯ-მაჰალი და პეკინის "ცის ტაძარი".