უიზერსპუნის "ბრჭყვიალა" ცერემონია - კვირის პალიტრა

უიზერსპუნის "ბრჭყვიალა" ცერემონია

2006 წლის ოსკაროსანი ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი, ე.წ "კანონიერი ქერა" რიზ უიზერსპუნი "დიდების ხეივანში" საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე "სრული

შემადგენლობით" გამოცხადდა. ბედნიერი და ბრწყინვალედ ჩაცმული მსახიობის ამალაში შედიოდნენ:

მეგობრები, საყვარელი - ჯიმ ტოტი, შვილები - 11 წლის ქალიშვილი ავოი, 7 წლის ვაჟი დიკონი და, რაც მთავარია, მისი უსაყვარლესი ჩიხუახუა ბრუსი, იგივე "ბრჭყვიალა", რომლის ფერწერული პორტრეტიც ამას წინათ რიზმა დიდი სიამაყით წარუდგინა საზოგადოებას. და, რაღა გასაკვირია, რომ ახალგახსნილ ვარსკვლავზე პირველად გავლა-გამოვლის პატივი სწორედ რომ "ბრჭყვიალას" ხვდა...