ამოუხსნელი რადიოსიგნალი მეზობელი გალაქტიკიდან - შესაძლოა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ კითხვებს მეცნიერული პასუხი გაეცეს? - კვირის პალიტრა

ამოუხსნელი რადიოსიგნალი მეზობელი გალაქტიკიდან - შესაძლოა უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ კითხვებს მეცნიერული პასუხი გაეცეს?

ბრიტანული გამოცემა "INDEPENDENT"-ი ნასასგან მიღებულ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ ჩვენს გალაქტიკასთან ახლოს, მეცნიერებმა ახალი რადიოსიგნალი შენიშნეს, ასტრონომები მის წყაროს ეძებენ.

როგორც გამოცემა იუწყება, ჩვენს გალაქტიკასთან დაფიქსირებული ამოუცნობი რადიოსიგნალი საკმაოდ ძლიერი იყო. ასტრონომების განცხადებით, გალაქტიკა, რომლიდანაც წამოსულმა სიგნალმა ჩვენამდე მოაღწია, სავარაუდოდ, ძალიან ჰგავს ჩვენსას. საქმე ისაა, რომ მეცნიერთა განცხადებით, სიგნალი ჩვენი გალაქტიკიდან წამოსულს ძალიან ჰგავს. აღნიშნული აღმოჩენის კვლევამ, შესაძლოა, ჩვენს სამყაროსაკენ მომართული დიდი ენერგიული ტალღების ფენომენი ახსნას და უცხოპლანეტელების არსებობასთან დაკავშირებულ კითხვებს მეცნიერული პასუხი გასცეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეცნიერებმა მსგავსი იდუმალი სიგნალის დაჭერა შეძლეს. აღმოჩენის შესახებ, სამეცნიერო ჟურნალ NATURE-ში მოხსენება გამოქვეყნდა. კვლევაში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერის განმარტებით, სპეციალისტებისათვის ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა გზით და როგორ გარემოში წარმოიშვა აღნიშნული ძლიერი რადიოსიგნალები.

ასტრონომებმა აღმოჩენას FRB 18091 უწოდეს. გალაქტიკა, საიდანაც სიგნალები დაფიქსირდა, დედამიწიდან, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი სინათლის წელიწადით არის დაშორებული. მეცნიერებმა ჯერ არ იციან გალაქტიკის რომელ მხარეს უნდა ეძებონ რადიოსიგნალის ზუსტი წყარო, ასევე იკვლევენ იმასაც, აქამდე დაფიქსირებულ სიგნალებს შორის რა კავშირი შეიძლება არსებობდეს, ამ სიგნალების წყარო ერთია თუ სხვადასხვა, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია.

ნასას ცნობით, ასტრონომები გაოგნებული არიან სამყაროს გზავნილებით, რომელთა ამოხსნაც ადამიანისთვის ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

მოამზადა ელენე მეტრეველმა