სამეფო ოჯახი ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებით "იმედგაცრუებულია", მაგრამ... - რა გადაწყვიტა დედოფალმა? - კვირის პალიტრა

სამეფო ოჯახი ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებით "იმედგაცრუებულია", მაგრამ... - რა გადაწყვიტა დედოფალმა?

დედოფალი ელიზაბეტ მეორე სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, ის თანახმაა მეგანმა და ჰარიმ დიდ ბრიტანეთსა და კანადაში დამოუკიდებლად იცხოვრონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ელიზაბეტ მეორის თქმით, ის მხარში უდგას წყვილს დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, თუმცა სურს, რომ მეგანმა და ჰარიმ სამეფო ოჯახის ტიტულზე უარი არ თქვან და ნებისმიერ სხვა სამსახურში სრულ განაკვეთზე მისი დათმობის გარეშე იმუშაონ.

ჰერცოგი და ჰერცოგინია ჯერჯერობით სამეფო ოჯახის ნაწილად რჩებიან, საბოლოო პასუხს ბუკინგემის სასახლე რამდენიმე დღეში შეატყობინებს საზოგადოებას.

"ვთავაზობთ მათ, რომ შეითავსონ სრულ განაკვეთიანი სამუშაო გრაფიკი ისე, რომ არ თქვან უარი სამეფო ოჯახის ტიტულზე, პატივს ვცემთ მეგანისა და ჰარის გადაწყვეტილებას და ვუსურვებთ ჰქონდეთ დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრება. ჩვენი ოჯახისთვის გადაწყვეტილების მიღება რთულია და საბოლოო პასუხს რამდენიმე დღეში გაცნობებთ", - განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა.

შეგახსენებთ, რომ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმას აპირებენ, რის შემდეგაც სამეფო ტიტულებისგან განსხვავებულ, ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. როგორც ცნობილია, ისინი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ ცხოვრებას, სამომავლოდ კი საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოაყალიბებასაც აპირებენ.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია, დედოფლის მიმართ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას არ გეგმავენ. ბუკინგემის სასახლე მათი გადაწყვეტილებით "იმედგაცრუებულია". სამეფო ტიტულზე უარის თქმა გარკვეულ დროს მოითხოვს და ეს რთული პროცესია.

2018 წელს ბრიტანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იყო, ჰარის ცხოვრებაში უეცრად გამოჩენილი მეგანი ელიზაბეტ მეორემ, ქეით მიდლტონმა და ბრიტანულმა საზოგადოებამაც საკმაოდ რთულად მიიღეს. წყვილს უკვე პატარა ვაჟი - არჩი ჰყავს.

პრინცმა ჰარიმ სიყვარულისთვის სამეფო ოჯახის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრადიცია დაარღვია. მეგანი არ არის ბრიტანელი, არ ჰყავს სამეფო წარმომავლობის ოჯახი, მისი დედა ფერადკანიანია. ის მანამდე დაქორწინებული იყო და ამასთანავე, მეგანი ჰარიზე 3 წლით დიდია.  წყარო

იხილეთ ასევე: "დედა დავკარგე და ახლა ვუყურებ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე იგივე ბოროტი ძალების მსხვერპლი"

(სპეციალიურად საიტისთვის)