"მეშინია იგივე არ განმეორდეს" - პრინცესა დაიანას 20 ფოტო, რაც ასახავს ცხოვრებას, რაზეც ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს - კვირის პალიტრა

"მეშინია იგივე არ განმეორდეს" - პრინცესა დაიანას 20 ფოტო, რაც ასახავს ცხოვრებას, რაზეც ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს

ამერიკულმა გამოცემა buzzfeednews-მა გამოაქვეყნა პრინცესა დაიანას ფოტოები, რომელზეც ასახულია თუ როგორ ავიწროვებდნენ პაპარაცები ლედი დის, როგორ უთვალთვალებდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ მისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებისთვის. საბოლოოდ, მისი ნაადრევი, ტრაგიკული დასასრულიც პაპარაცებს დაუკავშირდა.

ამ ცოტა ხნის წინ პრინცესა დაიანას ვაჟმა პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის ტიტულზე და პრივატულ ცხოვრებას ირჩევენ. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა არაერთი ფაქტი, როდესაც წყვილი პაპარაცების გადაჭარბებული ყურადღების "მსხვერპლი" გახდა. იმჟამად, პრინცმა ჰარიმ განაცხადა:

"ჩემი მეუღლე იმ ბრიტანული ტაბლოიდების ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია, რომელთა მთავარი კამპანია კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული. ისინი არ უფიქრდებიან შედეგებს - ეს დაუნდობელი კამპანია მეგანის ორსულობიდან დღემდე გრძელდება. მეშინია, რომ ისტორია ისევ განმეორდება. ვხედავ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე ყველა იმ სიტუაციის მსხვერპლი, რომელმაც ადრე დედაჩემის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია. დედა დავკარგე და ახლა ვუყურებ, როგორ ხდება ჩემი მეუღლე იგივე ბოროტი ძალების მსხვერპლი".

გთავაზობთ პრინცესა დაიანას ფოტოებს, რაც ასახავს ცხოვრებას, რაზეც ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს:

დაიანა სპენსერი, შემდეგში კი უელსის პრინცესა პაპარაცების გარემოცვაში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე პრინც ჩარლზთან დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად გაავრცელებდნენ. 1980 წელი, 13 მაისი

ფოტო გადაღებულია პრინცესა დაიანას სახლთან ლონდონში. 1980 წელი.

პრინცესა დაიანა ლონდონის ქუჩაში სეირნობისას ხელით იფარავს სახეს. 1980 წლის 17 ნოემბერი.

პრინცესა დაიანა და ჩასაფრებული ფოტოგრაფები. 1980 წლის 20 ნოემბერი.

პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ჩავიდნენ ბერკშირში ცხენოსნობის მასწავლებელთან. 1981 წელი.

პრინცესა დაიანა ვაჟთან, პრინც ჰარისთან ერთად, ბალმორალის ციხესიმაგრის ეზოში, საზაფხულო არდადეგებზე. 1987 წლის 18 აგვისტო.

პრინცესა დაიანა ლონდონში მეგობართან სტუმრობისას. 1992 წლის 10 ივნისი

ფოტოგრაფები კარიბის კუნძულებზე, ბარბუდაში დასასვენებლად ჩასულ პრინცესა დაიანას უთვალთვალებენ. 1995 წლის დეკემბერი.

პრინცესა დაიანას ნიუ-იორკში აეროპორტში გამგზავრებისას სამართალდამცავები იცავენ. 1993 წლის 30 დეკემბერი.

პრინცესა დაიანა აკვირდება ფოტოგრაფებს, მასაჩუსეტსის კუნძული მარტას-ვაინიარდი. 1994 წლის 11 აგვისტო.

ფოტო გადაღებულია ნასაჩუსეტსის კუნძულზე. 1994 წლის 9 აგვისტო.

პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზთან განქორწინების დღეს. 1996 წლის 12 ივლისი.

პაპარაცები ცდილობენ პაკისტანში ჩასულ პრინცესა დაიანას ფოტო გადაუღონ. 1996 წლის 21 თებერვალი.

პრინცესა დაიანა ესპანეთში, სასტუმროში მისვლისას. 1996 წლის 3 მაისი.

ფოტოგრაფი ცდილობს პრინცესა დაიანას მანქანას მიუახლოვდეს და ფოტო გადაუღოს. 1997 წლის 26 მაისი.

პრინცესა დაიანას ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც პარიზში, 1997 წლის 31 აგვისტოს ავარიამდე გაიდაიღეს.

პოლიციელები ცდილობენ მანქანა შემთხვევის ადგილიდან გადაიყვანონ

მარცხნიდან: პრინცი ჩარლზი, პრინცი ჰარი, ერლ სპენსერი, პრინცი უილიამი, ედინბურგის ჰერცოგი მიაცილებენ გარდაცვლილ პრინცესას.

დაიანას დაკრძალვის დღეს წარწერა ყვავილების თაიგულზე: "დედა".