ბუკინგემის სასახლე ჰარისა და მეგანს დაფინანსებას უწყვეტს - რა სახსრებით აპირებს წყვილი ცხოვრებას?
ბუკინგემის სასახლე  ჰარისა და მეგანს  დაფინანსებას უწყვეტს - რა სახსრებით აპირებს წყვილი ცხოვრებას?
მას მერე, რაც პრინცმა ჰარიმ და მისი მეუღლემ მეგან მარკლიმ უარი თქვეს სამეფო ტიტულზე, ისინი სამეფო პრივილეგიებს ვეღარ გამოიყენებენ. როგორც ცნობილი ხდება, ბუკინგემის სასახლე სულ მალე მათ ფინანსურად აღარ უზრუნველყოფს. წყვილი დიდ ბრიტანეთში გადასახადებს ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად გადაიხდის, გადასახადების რაოდენობა კი მცირე არ არის, როგორც "buzzfeednews" წერს, ეს თანხა, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 2.4 მილიონი ევრო იქნება.

მართალია, ბრიტანეთში ჰარისა და მეგანს ჯერ კიდევ ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიხსენიებენ, მაგრამ ისინი უკვე სამეფო
ოჯახის წევრებად აღარ მიიჩნევიან. შესაბამისად, პრინცი სამეფო ოჯახისგან, მისთვის გამოყოფილ წლიურ გრანტს ვეღარ მიიღებს, რომელსაც ელიზაბეტ მეორე ყოველ წელს მთარობასთან შეთანხმებით გასცემდა.


რა სახსრებით და როგორ იცხოვრებენ მეგანი და ჰარი? - მსოფლიო საზოგადოება ამაზე ბევრს საუბრობს, თუმცა არ ინერივულოთ, როგორც ირკვევა, წყვილმა უკვე საკმაოდ დიდი
ქონება დააგროვა.

2014 წელს პრინცმა ჰარიმ დედისგან, ლედი დისგან დანატოვარი 10 მილიონი ევრო მიიღო, მას ასევე ანდერძის თანახმად, 7 მილიონი ევრო დიდი ბებიისგან - დედა დედოფლისგან ერგო, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა. არც მეგან მარკლის ქონებაა მოკრძალებული, მან თავისი სამსახიობო კარიერით უკვე 5 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა.

ბრიტანეთის ყოფილი ჰერცოგი და ჰერცოგინია სამომავლოდ "Frogmore"-ის სახლში აპირებენ ცხოვრებას, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უინდძორის სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს. როგორც ბრიტანული პრესა წერს, წყვილი "Frogmore"-ის სახლში ქირას არ გადაიხდის, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დედოფალი დათმობაზე წავიდა.
Frogmore-ის სახლი

სამეფო ოჯახის წევრობაზე უარის თქმის გამო, პრინცმა ჰარიმ თავისი სამხედრო ჰონორარიც დაკარგა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრობის გამო იღებდა. გაჩნდა შეკითხვა, - თუ ვინ გადაიხდის მომავალში წყვილის უსაფრთხოების ხარჯებს? ბუკინგემის სასახლე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

დედოფალი ელიზაბეტ მეორე მათ წასვლას გამოეხმაურა და ახალი, ბედნიერი ცხოვრების დაწყება უსურვა.

"მთელი ოჯახი ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ჰარისა და მეგანს შექმნან და დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება".

ელიზაბეტ მეორემ მათ ცხოვრებაში მოსალოდნელ სირთულეებზეც ისაუბრა და ვრცელი სიტყვა ბუკინგემის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა, დედოფალმა აღნიშნა, რომ ჰარი, მეგანი და არჩი მისთვის გამორჩეულად საყვარელი ოჯახის წევრები არიან და იქნებიან. წყარო



გოგა
24 იანვარი 2020 20:54
რუსულ თარგმანებში მართლა ბევრი ტოპონიმია დამახინჯებული: ტექსასი (ტეხასი), მექსიკო (მეხიკო), რიმ (რომა), რეინ (რაინი)...
Elisabedi
23 იანვარი 2020 20:58
Idioti qali!
ბრავო! :)
21 იანვარი 2020 22:33
ჰო, ამათ შეუწყვიტონ დაფინანსება და მორჩენილი სახსრებით საჯინიბო და ცხენები დააფინანსონ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები