"ავლიპმა აიტეხა, ეს კაცი გასაშვებიაო. გახარებული პაციენტი გარეთ გავარდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შემობრუნდა და..."
"ავლიპმა აიტეხა, ეს კაცი გასაშვებიაო. გახარებული პაციენტი გარეთ გავარდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შემობრუნდა და..."
გეგე სულხანიშვილს ყველა იცნობს როგორც იშვიათი იუმორის მქონე ადამიანს, რომელიც ნებისმიერი ტელევიზიისა თუ გაზეთის სასურველი სტუმარია. "ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში გამოსვლისას ხალხი სიყვარულით მხვდება", - ამბობს ბატონი გეგე და თავს "გამოუსწორებელ ოპტიმისტს" უწოდებს.

ბატონი გეგე "კვირის პალიტრასთან" ცნობილ ფსიქიატრ ავლიპ ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სახალისო ამბავს იხსენებს:
- ერთს გამოვყოფ, რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა: ის სამედიცინოზე სწავლობდა, ფსიქიატრიის ფაკულტეტზე. სტუდენტები პრაქტიკას ცნობილ ფსიქიატრთან, ავლიპ ზურაბაშვილთან გადიოდნენ. როდესაც პაციენტებს აკვირდებოდნენ, ვისაც გაუმჯობესებას შეატყობდნენ,
სახლში უშვებდნენ. ავლიპი აზრს პრაქტიკანტებსაც ეკითხებოდა. თურმე ერთ-ერთი პაციენტი შეკითხვებზე არაადეკვატურად პასუხობდა, მაგრამ ავლიპმა აიტეხა, ეს კაცი გასაშვებიაო. გახარებული პაციენტი გარეთ გავარდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შემობრუნდა: "ბატონო ავლიპი, ისეთი ბედნიერი ვარ, სახლში რომ მიშვებთ. ფული არა მაქვს, რომ პატივი გცეთ, მაგრამ ერთ დროს კარგ
ფეხსაცმელებს ვკერავდი და თქვენც შეგიკერავთო.
ქაღალდიც შემოუტანა და სთხოვა, ფეხი დაადეთ და ფანქრით შემოვხაზავ, რომ თქვენი ფეხის ზომა ვიცოდეო. გახარებული ავლიპი სტუდენტებს და ასისტენტებს ეუბნება, ხომ ვამბობდი, უკვე ნორმალურია-მეთქი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ისევ ის კაცი შემოვიდა. შვილო, რატომ აღარ მიდიხარ შინო, ჰკითხა ზურაბაშვილმა. ექიმო, მარტო ერთი შეკითხვა მაქვს, ფეხსაცმელს ქუსლი წინ დავაკერო თუ უკანო... ის უბედური თურმე ისევ საავადმყოფოში დატოვეს. იხილეთ ინტერვიუ სრულად


რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები