კობი და ჯიჯი ბრაიანტების 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ შეუცვლელი და გამორჩეული მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ - კვირის პალიტრა

კობი და ჯიჯი ბრაიანტების 15 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ შეუცვლელი და გამორჩეული მამაშვილური ურთიერთობა ჰქონდათ

რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. 41 წლის ბრაიანტი ბორტზე 8 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყო მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიჯი ბრაიანტი. სამწუხაროდ, ყველა მგზავრი დაიღუპა. ავიაკატასტროფა კალაბასში, კალიფორნიაში მოხდა და სავარაუდო მიზეზი უამინდობა გახდა.

ყველასთვის საყვარელი კალათბურთელი 20 წელი "ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ის NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო და სიცოცხლის განმავლობაში "ოსკარის" აღებაც შეძლო.

ტრაგედიამ მთელი მსოფლიო შეძრა, კობი ბრაიანტი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და 13 წლის თინეიჯერ ჯიჯი ბრაიანტსაც წარმატებულ მომვალს უწინასწარმეტყველებდნენ. კალათბურთზე საუბრისას მედიასაშუალებები ხშირად კობისა და ჯიჯის მეგობრულ და გუნდურ ურთიერთობასაც უსვამდნენ ხაზს.

გთავაზობთ 15 ფოტოს, რომელიც ასახავს კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ჯიჯის საოცარ მამაშვილურ ურთიერთობას:

(სპეციალურად საიტისთვის)