BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ თებერვალში სანახავი ფილმების ათეულში ლევან აკინის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მოხვდა - კვირის პალიტრა

BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ თებერვალში სანახავი ფილმების ათეულში ლევან აკინის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემა ბი-ბი-სი-მ 2020 წლის თებერვალში სანახავი ფილმების ათეული გამოაქვეყნა, რომლის სიაშიც ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" მოხვდა. ფილმი 7 თებერვალს ამერიკაში, 21 თებერვალს კი იაპონიაში გამოვა. თებერვალი კინემატოგრაფიისთვის დატვირთული თვეა და ბი-ბი-სი მსოფლიო კინომაყურებელს ტოპ 10 ფილმს სთავაზობს.

ფილმის აღწერაში ბრიტანული გამოცემა წერს:

"დრამატული ჟანრის ფილმი გეი ბიჭზეა, ქართული ნაციონალური ანსამბლის მოცეკვავე მერაბი, რომლსი როლსაც მსახიობი ლევან გელბახიანი ასრულებს, ამბობს, რომ "ქართული ცეკვა სიძლიერეზეა დამოკიდებული და აქ სისუსტის ადგილი არ არის". ამის მანამდე სჯერა, სანამ ის ირაკლის (მსახიობი ბაჩი ვალიშვილი) შეხვდება და მის ცხოვრებაში ყველაფერი ამ დღიდან შეიცვლება. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ლევან აკინის ფილმი საქართველოში აჩვენეს და ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით მოწონებაც დაიმსახურა. მისი შეფასებისას ბლოგერმა ფიონა ანდერჰილმა დაწერა, რომ რთულია მიაღწიო რაიმეს და საჭიროა ადამიანებს გავუხსნათ მსოფლიოსკენ მიმავალი გზა, გავაცნოთ მათ სხვადასხვა კულტურა და ისინი კავშირს დაამყარებენ ერთმანეთთან. ადამიანური გრძნობები შეუზღუდავი და უნივერსალურია და მათ შორის არის ეს გრძნობა, პირველი სიყვარული".

ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოში ერთ-ერთი გახმაურებული ფილმია და არც კინოჩვენებებს ჩაუვლია წყნარად. ფილმი ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზეა გადაღებული და მან ისეთი რეჟისორების ფილმებს გადაუსწრო, როგორებიც არიან კენ ლოუჩი და კვენტინ ტარანტინო.

2019 წელს "ოსკარზე" შვედეთის მიერ წარდგენილმა ფილმმა შვედეთის კინოაკადემიის კინოფესტივალ "Guldbagge Award 2020"-ის დაჯილდოებაზე 4 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს ნომინაციებია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო კინოსცენარი, საუკეთესო არტდირექტორი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.

გთავაზობთ ბი-ბი-ბის ტოპ 10 ფილმის ჩამონათვალს:

- უხილავი მამაკაცი "The Invisible Man"

- კელი განგის ნამდვილი ისტორია "True History of the Kelly Gang"

- მტაცებელი ფრინველი "Birds of Prey: And the Fantabulous Emancipation of One Harley Quinn"

- ბუნების ძახილი "The Call of the Wild"

- ემა "Emma"

- და ჩვენ ვიცეკვეთ "And Then We Danced"

- ფოტოგრაფი "The Photograph"

- სანტ ფრანცისი "Saint Frances"

- ზღარბი სონიკი "Sonic The Hedgehog"

- ვენდი "Wendy"

იხილეთ ასევე: "ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?

(სპეციალურად საიტისთვის)