2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი - კვირის პალიტრა

2011 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

2011 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით კურდღლის წელია, იაპონური და ვიეტნამური კალენდრის მიხედვით კი - კატის. ამ ორ ცხოველს ერთი რამ აერთიანებს: მოქნილობა - ისინი ყოველთვის თათებზე ეცემიან. 2011 წლის ძირითადი ტენდენციები სწორედ მოქნილობა, ლავირების უნარი, დიპლომატია იქნება.

ლითონის (თეთრი) კურდღლის (კატის) წელი 2011 წლის 3 თებერვალს (06:32 საათზე) დადგება.

2011 წელს დომინანტი ლითონის სტიქიაა, ამიტომ "ლითონის კურდღლის" ენერგია საკმაოდ ხისტია და მოსალოდნელია ზოგჯერ დიპლომატიის პარალელურად "იარაღის ჟღარუნიც".

2011 წელს მზის ოთხი და ოთხივე ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება 4 იანვარს, 1-ელ ივნისს, 1-ელ ივლისსა და 25 ნოემბერს. მთვარე სულ ორჯერ დაბნელდება - 15 ივნისსა და 10 დეკემბერს.

პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი

თუ 2010 წელი შედარებით აქტიური და ბობოქარი იყო, 2011 წელს პოლიტიკური სუბიექტები შეეცდებიან თავიანთ საქმიანობაში ძირეული ცვლილებები შეიტანონ, თუმც გამარჯვებისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამენ ისინი, ვინც საფუძვლიანად გააანალიზებენ დაშვებულ შეცდომებს და მათ გამოსწორებაზე იზრუნებენ.

პოლიტიკურ სპექტრში (ხელისუფლებასა და ოპოზიციაში) მოსალოდნელია არაერთი ცვლილება. შესაძლოა, აქამდე აქტიური პირები შედარებით პასიურ მდგომარეობაში გადავიდნენ.

იანვარი პოზიტიური იქნება, მაგრამ მისი დასასრული და თებერვლის დასაწყისი შედარებით დისჰარმონიული. შესაძLლოა, ამ პერიოდში ცვლილებებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანოს. აპრილის ი ნახევრში გააქტიურდება პოლიტიკური პროცესები, მოიმატებს დაძაბულობის, დანაშაულის, ეკონომიკური კრიზისების, საპროტესტო გამოსვლების ალბათობა. ეს აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

მაისი უფრო პოზიტიური იქნება. შესაძლოა, ის ოდნავ რთული იყოს ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულთათვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის.

პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება მაისის ბოლომდე, შემდგომ მოსალოდნელია ვითარების დაძაბვა და ამას განსაკუთრებით გააძლიერებს მზის ორი დაბნელება 1-ელ ივნისს და 1-ელ ივლისს. ეს პერიოდი არასახარბიელოა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებებისთვის, რეფორმებიისთვის, მოიმატებს დანაკარგის, კრიზისების, საქმიანი ინფორმაციის გამჟღავნების ალბათობა.

2011 წელს ყველაზე რთული ივლისის II ნახევარი, აგვისტო და სექტემბერი იქნება. მოსალოდნელია პრობლემები და ეს გამოვლინდება ქაოსურ სიტუაციებში, მართვის პროცესის გართულებაში, არ არის გამორიცხული, სახელისუფლებო კრიზისმაც იჩინოს თავი.

შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება ოქტომბრის იი ნახევრიდან, შესაძლებელი გახდება არაერთი პრობლემის გადაჭრა, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ყურადღებას ითხოვს ნოემბრის ბოლო და დეკემბრის I დეკადა. თუ ამ პერიოდში პოლიტიკოსები შეცდომებს დაუშვებენ, მომავალში მათი გამოსწორება თითქმის შეუძლებელი იქნება.

(ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით)

KvirisPalitra.Geვერძი

2011 წელს თამამად შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას. შედარებით რთული იქნება მარტის I და III დეკადა. გაორმაგებული შრომა და საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. მარტში მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობას, პროექტებსა და ჯანმრთელობას, ადვილად ნურავის ენდობით და საქმიანი ინფორმაცია გადაამოწმეთ.

გაზაფხულის II  ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში არა მხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ. ივლისი, აგვისტო და სექტემბრის I ნახევარი საკმაოდ სასიკეთო იქნება. ამ დროს მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობის განახლების ან დაწყების ალბათობა. ოქტომბრის II  ნახევარსა და ნოემბრის I დეკადაში არ არის გამორიცხული დამატებითი სამუშაოს მიღება ან ახალი სამსახურის დაწყება.

KvirisPalitra.Geკურო

კურო წარმატებას უფრო 2011 წლის იი ნახევარში მიაღწევს, თუმცა სასიამოვნო სიახლეები უკვე იანვარშივე ელის. ამ პერიოდში დაწყებული საქმიანი ურთიერთობები, უცხოეთთან დამყარებული კავშირები და ახალი პროექტები თქვენს ახალ სიმაღლეზე ასვლას უზრუნველყოფს.

ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგანაც მარტის იიი დეკადიდან აპრილის II დეკადის ჩათვლით, შესაძლოა, შეიქმნას რთული და დაუგეგმავი სიტუაციები, რომლებიც თქვენ გეგმებს შეაფერხებენ. შედარებით პოზიტიური პერიოდი დაიწყება აპრილის ბოლოდან. მოიმატებს ახალი შეხვედრების, კონტაქტებისა და ნაცნობობის ალბათობა.

ეს განსაკუთრებით საგრძნობი პირად ცხოვრებაში იქნება და თუ თქვენ ოჯახი ჯერ არ შეგიქმნიათ, მოსალოდნელია სწორედ ამ დროს იპოვოთ ცხოვრების თანამგზავრი. სექტემბერი და ოქტომბრის ი დეკადა ხელსაყრელი პერიოდი იქნება კარიერული და სულიერი ზრდისთვის, თქვენი ენერგია მნიშვნელოვნად მოიმატებს და თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ.

KvirisPalitra.Geტყუპი

2011 წლის დასაწყისი, შესაძლოა, თქვენთვის არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდეს. იანვრის იი ნახევრიდან თქვენი ენერგიულობა, აქტიურობა და თავდაჯერება მოიმატებს, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს სამსახურებრივ და პირად ცხოვრებაზე.

გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში თქვენ მეტი წინდახედულობა მოგეთხოვებათ პარტნიორებთან და პროექტების განხორციელებაში. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი მეტად სასიკეთო აღმოჩნდება, თქვენ იგრძნობთ სულიერი ზრდისა და განახლების მოთხოვნილებას. თუმცა აგვისტოში დაისვენეთ, რათა არ გადაიღალოთ.

ამ პერიოდში აქტიური გახდება საწინააღმდეგო სქესთან ახალი ურთიერთობები, არ არის გამორიცხული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში შეეცადეთ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოთ. წლის ბოლოს შეძლებთ ძირეული საკითხების თქვენდა სასიკეთოდ გადაჭრას.

KvirisPalitra.Geკირჩხიბი

შეეცადეთ, 2011 წელი ენერგიულად დაიწყოთ, რადგან როგორც იანვარი, ისე თებერვალი და მარტი შემოქმედებითად დატვირთული პერიოდი იქნება. მარტის II ნახევარსა და აპრილის დასაწყისში კოლეგებთან კონფლიქტების ალბათობა მოიმატებს. მოსალოდნელია შეიცვალოთ სამუშაო ადგილი.

აპრილსა და მაისში გაგიჩნდებათ დაფინანსების ახალი წყაროები. ივნისის ი და იი დეკადაში დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. ივლისი, აგვისტო და სექტემბერი პოზიტიური იმპულსების მომტანი იქნება, თუმცა აგვისტოს II დეკადაში წინდახედულობა გმართებთ, მოგზაურობისას გაუფრთხილდეთ საბუთებსა და საფულეს. ოქტომბრის დასაწყისიდან წლის ბოლომდე შეძლებთ პროფესიულ წინსვლას.

KvirisPalitra.Geლომი

თქვენთვის 2011 წლის I ნახევარი სურვილების ასრულების პერიოდი იქნება. იანვარი და თებერვალი უამრავ ცვლილებას მოგიტანთ, რაც გამოვლინდება გარშემომყოფებთან ურთიერთობის გამყარებაში. სასიყვარულო ურთიერთობაც ჰარმონიულად წარიმართება.

შესაძლოა, სერიოზული გრძნობა გაგიჩნდეთ. მარტის ი ნახევარში ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორების თუ კოლეგების შენიშვნებს, კონტროლი გაუწიეთ ფინანსურ შემოსავლებს, მოერიდეთ სარისკო პროექტებს. მაისში თავი შეიკავეთ დაპირისპირებებისგან, დაბრკოლებები მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის ხარჯზე გადალახეთ.

ივლისის II დეკადიდან ისევ ნაკლებპოზიტიური პერიოდი დაიწყება, თუ წინდახედულად მოიქცევით, ამ პერიოდს უდანაკარგოდ გაივლით. ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის I დეკადაში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა უხეში შეცდომები არ დაუშვათ. წლის დასასრულს თავს ბედნიერად და თავდაჯერებულად იგრძნობთ, ხოლო მიზანსწრაფული და წარმატებული ადამიანები ხელს შეუწყობენ თქვენს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას.

KvirisPalitra.Geქალწული

განსაკუთრებით პერსპექტიული იანვარი და თებერვალი იქნება. სწორედ ამ დროს თქვენი ცხოვრების ასპარეზზე სანდო და საინტერესო ადამიანები გამოჩნდებიან. დინამიკური აღმოჩნდება თებერვლის II და მარტის I ნახევარი, განვითარებული მოვლენები თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და დადებითი თვისებების გამოვლენას შეუწყობს ხელს.

ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან ურთიერთობა სასიკეთოდ წარიმართება. მარტის ბოლოს და აპრილის I დეკადაში კონფლიქტები მოიმატებს, ხოლო ზოგადი სიტუაცია არასტაბილური გახდება. მნიშვნელოვან საქმეებსა და გეგმებს უმჯობესია სექტემბერში შეასხათ ხორცი, ნოემბრის I ნახევარში ახალი და მასშტაბური პერსპექტივა გელით - თქვენს ცხოვრებაში წინსვლის დიდი ეტაპი დაიწყება, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს და მოაგვარებთ ყველა გაუგებრობას.

KvirisPalitra.Geსასწორი

თქვენთვის წარმატებული 2011 წლის II ნახევარი იქნება, თუმცა ამას წლის ი ნახევარში გაწეული შრომის ხარჯზე მიაღწევთ. იანვარი ძალზე მნიშვნელოვანი თვე იქნება, შეეცადეთ არ გარისკოთ. როგორც იანვრის ბოლოს, ისე თებერვლის ი ნახევარში წარსულის გამოცდილებისა და საქმიანი ურთიერთობების ხარჯზე ახალ საინტერესო პროექტებს წამოიწყებთ, თქვენს ორიგინალურ იდეებს სიხარულით შეხვდებიან.

მარტის I ნახევარი სასიკეთო აღმოჩნდება სამუშაო ადგილის შეცვლისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. აგვისტოში მოიმატებს რომანტიკული შეხვედრების ალბათობა. ნოემბერი და დეკემბერი წარმატებული ეტაპი იქნება, მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

KvirisPalitra.Geმორიელი

წლის დასაწყისში სასურველია იხელმძღვანელოთ პრინციპით: "წინ ნაბიჯ-ნაბიჯ!". ასე უფრო მიუახლოვდებით თქვენს მიზნებს. პოზიტიური იქნება მარტის I ნახევარი - თქვენ ენერგეტიკულ და სულიერ აღმავლობას შეიგრძნობთ. ამ დროს წარმატებას სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში მოიპოვებთ, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს ხელმძღვანელებისა და უცხოელებისგან, გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები.

ივნისის ბოლო და ივლისი სურვილების ასრულების პერიოდია. თუმცა მოსალოდნელია რისკზე წასვლაც და ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანაც. სექტემბერში მოსალოდნელია სხვაზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებამაც მოგიწიოთ, ამით თქვენი ავტორიტეტი აიწევს და მატერიალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება, სექტემბერი და ოქტომბრის I ნახევარი პოზიტიური პერიოდი იქნება, მაგრამ სამსახურის შეცვლას ან სარისკო გეგმების რეალიზებას არ გირჩევთ.

KvirisPalitra.Geმშვილდოსანი

2011 წელს შეძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის დასასრულს დაისახეთ. თებერვლის დასაწყისი სიფრთხილეს მოითხოვს, ყურადღება მიაქციეთ საბუთების გაფორმებას, მანქანის მართვასა და ჯანმრთელობას. თებერვლის იი ნახევარსა და მარტში დასახული გეგმების რეალიზება გაგიადვილდებათ. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. სექტემბერში შეეცადეთ, მიღწეული მდგომარეობა შეინარჩუნოთ.

სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის ი და იი დეკადაში მოსალოდნელია შეიცვალოთ იმიჯი და ახალი სახით წარდგეთ გარშემომყოფების წინაშე. ნოემბერში მშვიდად შეხვდით თქვენკენ მომართულ ინტრიგებს და კრიტიკას, ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იღბალი კვლავ თქვენს მხარეზე გადმოვა.

KvirisPalitra.Geთხის რქა

იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ მგზავრობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. შესაძლოა ახლობლებთან მცირე დაძაბულობა, მაგრამ თუ თებერვალში წინდახედულად იმოქმედებთ, სამსახურში და პირად ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს ელოდეთ. დიდ წარმატებას მარტის მეორე ნახევარი მოგიტანთ, ეს ახალი აღმოჩენების, თავის წარმოჩენისა და ახალი მეგობრების შეძენის ეტაპი იქნება.

სექტემბერი და ოქტომბერი თქვენთვის შესანიშნავი იქნება. ფორტუნა გაგიღიმებთ და წარმატება ბევრ საქმეში გარანტირებული გექნებათ. შემოდგომა კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის. ნოემბრის ბოლო და დეკემბრის პირველი ნახევარი ნაკლებად პოზიტიური აღმოჩნდება, მოერიდეთ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, გააკონტროლეთ ფინანსური გასავლები, თუმც დეკემბრის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება და მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი მიიღოთ.

KvirisPalitra.Geმერწყული

იანვარში საქმიანი კავშირების გაფართოების რეალური პერსპექტივა გამოჩნდება. მარტის ბოლოსა და აპრილის ი ნახევარში უფრო თავდაჯერებული და ორგანიზებული იქნებით, რაც საშუალებას მოგცემთ წარმატებით მოაგვაროთ სამსახურის მოძიებასთან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები. ეს პერიოდი სასიკეთო როლს ითამაშებს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში.

ოქტომბრის I ნახევარი მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება, თუმც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. წლის ბოლოს შეეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და შეძლებთ დიდი წარმატების მიღწევასა და გამარჯვებას.

KvirisPalitra.Geთევზები

2011 წლის დასაწყისში თქვენ გასული წლის პრობლემების მოგვარება, ვალების გასტუმრება მოგიწევთ, ეს კი დროს, ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვს. აპრილში თქვენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მძაფრი შეგრძნება გაგიჩნდებათ, გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალიც. მოიმატებს რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისა და ქორწინების ალბათობა.

აგვისტოს ბოლო და სექტემბერი შედარებით რთული იქნება, ამიტომ ტაქტის გრძნობა, მოქნილება და ლავირება გამოიჩინეთ, არც  ფულის ფლანგვა გარგებთ. ყოველივე ეს კრიზისული სიტუაციებისგან მეტ-ნაკლებად დაგაზღვევთ. ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში შეძლებთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას.

KvirisPalitra.Geროგორ შევხვდეთ 2011 წელს?

ახალ წელს რაც უფრო ფერადოვანი იქნება სუფრა, მით უკეთესი. სასურველია, თუ ოთახებში ბევრი თეთრი, ნაცრისფერი და ნარინჯისფერი სათამაშო, გირლანდა და "წვიმა" იქნება. თვითონაც გააკეთეთ რაიმე სათამაშო - ფერადი ქაღალდებისგან გამოჭერით ნაირ-ნაირი ფიგურები (კურდღლები და კატები). ნაძვის ხეზე თეთრი სათამაშოები უნდა ჭარბობდეს, ხოლო ნაძვის ხის ძირში თოვლის ბაბუასთან ერთად 2011 წლის სიმბოლო - პატარა თეთრი კურდღელი ან კატა დაასკუპეთ.

თუ გსურთ, 2011 წელი იღბლიანი იყოს, შეეცადეთ საახალწლო ჩაცმულობაში სამი ფერი ჭარბობდეს: ნარინჯისფერი, თეთრი და ნაცრისფერი - ამ სამი ფერის კურდღელი და კატა წარმატების სიმბოლოდ ითვლება. საახალწლო სუფრაზე უხვად უნდა იყოს ბოსტნეული და ბოსტნეულის სალათები. ურიგო არ იქნება, თევზეული, ასევე, არაჟანი.  2011 წლის სტიქია ლითონია, ამიტომ საახალწლო სუფრა შეძლებისდაგვარად ლითონის ჭურჭლით გააწყვეთ. ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრებს ლითონის ფული აჩუქეთ და მათ სიმდიდრე, ბარაქა და დღეგრძელობა უსურვეთ.