ლაგოდეხის მერი ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა - ფოტოშარჟები "ფეისბუქიდან" - კვირის პალიტრა

ლაგოდეხის მერი ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა - ფოტოშარჟები "ფეისბუქიდან"

ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი "ფეისბუქის" ვარსკვლავი გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებელმა, სერგი ბერიანიძემ გამოაქვეყნა მერის ფოტო აღწერით:

"ლაგოდეხის მერმა სამუშაო პროცესს ვერ მიუსწრო.. ადგა და ფოტოშოპით ჩაასმევინა თავი მერიის თანამშრომლებს, ოღონდ დაპატარავება დაავიწყდათ და სახლზე დიდი გამოვიდა, შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ. ადგა და პროფილის ფოტოდ ატვირთა. რა თქმა უნდა, მალევე წაშალა როგორც მიუხვდნენ ", - წერს ბერიანიძე.

პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავმა ადამიანმა გააზიარა. საზოგადოების ნაწილი ამბავმა გაამხიარულა და მერს ფოტოშარჟები მიუძღვნეს. (წყარო)