გაგას მკერდის "გამოკვლევა" - კვირის პალიტრა

გაგას მკერდის "გამოკვლევა"

20 დეკემბერს მსოფლიო საკონცერტო ტურნეს - "მონსტრების ბალი", - ფარგლებში პარიზში ჩასული ლედი გაგა "ფანატი" ქალის მსხვერპლი გახდა. 24 წლის

სუპერვარსკვლავი მორიგ ფოტოსესიაზე მიიჩქაროდა, როცა თაყვანისმცემელთა ბრბოდან მოულოდნელად ახალგაზრდა ქალი გამოვარდა, მრავალრიცხოვანი დაცვის მიუხედავად, მოახერხა და თავის კერპს  ტრადიციულად მოშიშვლებულ (ცივი ზამთრის მიუხედავად) მკერდში ჩააფრინდა.

ლედი გაგა არ დაიბნა, გოგონას ხელი მოხვია და, დაცვის  უკმაყოფილების მიუხედავად, მასთან ერთად ფოტოც გადაიღო... გოგონამ კი აღიარა, რომ "დიდი ხნის ოცნება აისრულა  და საყვარელ კერპს მკერდზე შეეხო." ცნობილია, რომ ლედი გაგა თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს, რის გამოც ორივე სქესის უამრავ თაყვანისმცემელს იზიდავს.