2020 წლის "ოსკარის" დაჯილდოება - კორეული ფილმის ტრიუმფი და სენსაცია - კვირის პალიტრა

2020 წლის "ოსკარის" დაჯილდოება - კორეული ფილმის ტრიუმფი და სენსაცია

"ოსკარის" 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე,  პირველად ისტორიაში წლის ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა უცხოენოვანმა, კერძოდ სამხრეთ კორეულმა ფილმმა "პარაზიტმა". ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. "პარაზიტმა" ასევე გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. საბოლოოდ "პარაზიტმა" 4 "ოსკარი" მოაგროვა, რაც ნამდვილ სენსაციად იქცა.

წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის "ოსკარი" ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში "ჯოკერი" შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის "ჯუდი", ჯუდი გარლანდის ცხოვრების მიხედვით გადაიღეს. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, "ერთხელ ჰოლივუდში", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა ჯილდო, რაც მისთვის პირველი "ოსკარია". ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი "ოსკარი" ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში "ქორწინების ისტორია" ადვოკატის როლს ასრულებს.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის "კურდღელი ჯოჯო", საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა - Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - "თმის სიყვარული" (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - "ამერიკული ქარხანა", კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი "პატარა ქალები". საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო "ჯოკერის" კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ "(I'm Gonna) Love Me Again - ფილმიდან Rocketman.