"ველონაძვის ხე" - კვირის პალიტრა

"ველონაძვის ხე"

სიდნეიში "ველოსიპედი არ გამოუგონებიათ", თუმცა პატრონების მიერ ჩაბარებული ძველი ველოსიპედებისგან მეტად უჩვეულო საახალწლო "ნაძვის ხე" ააწყვეს და

ქალაქის ცენტრში დადგეს...

"ნაძვის ხისთვის" ნატურალური სახის მისაცემად ველოსიპედების ჩარჩოები მწვანედ შეღებეს, ხოლო ბორბლები, რომლებიც სათამაშოებს განასახიერებს, სხვადასხვა კაშკაშა ფერად. ავსტრალიელებს, სადაც ახლა გაგანია სიცხეა, იმდენად მოეწონათ "ველონაძვის ხე", რომ მის აღებას კარგა ხანს აღარ აპირებენ.