"გთხოვთ, არ მაკოცოთ!" - როგორ ცდილობდნენ ვირუსებისგან თავის დაცვას? - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, არ მაკოცოთ!" - როგორ ცდილობდნენ ვირუსებისგან თავის დაცვას?

როგორც ცნობილია, ჩინეთში და ახლა უკვე ჩინეთს გარეთ გავრცელებული ახალი ეპიდემია კორონავირუსი მსოფლიოსთვის უცხო და საფრთხისშემცველი ვირუსია, რომლეიც პირველად ქალაქ უხანში, სავარაუდოდ, ცხოველების ბაზარში გაჩნდა. ამ ეტაპზე გაუქმებულია ჩინეთის მიამართულებით ფრენები და შეზღუდულია ქალაქებს შორის მიმოსვლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩინეთის მთავრობა ვირუსის დასამარცხებლად ყველაფერს აკეთებენ, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 43 112 ადამიანია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1018 აღწევს. ვირუსს უკვე გაუმკლავდა 4099 ადამიანი და განკურნებულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინა უკვე გამოიგონეს, თუმცა მისი გამოყენება ადამიანებზე ჯერ არ დაუწყიათ.

ვირუსებთან ბრძოლა მსოფლიოს საუკუნეებია უწევს. არაერთი მათგანი ეპიდემიის სახით მოევლინა კაცობრიობას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ყველაფერთან ბრძოლას ადამიანი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ, მათ სწამდათ და სჯეროდათ, რომ ცრურწმენები და ხალხური მოსაზრებები ვირუსის დამარცხებას ხელს შეუწყობდა.

მე-20 საუკუნეში, ტიფი, ტუბერკულოზი და გრიპი ყველაზე გავრცელებული დაავადებები იყო. ისინი იგონებდნენ ხელსაწყოებს, სპეციალურ ნიღბებსა და ტანსაცმელებს, რითიც ვირუსის დროებით შეჩერებას ან დამარცხებას ცდილობდნენ.

ამერიკული გამოცემა BuzzFeed News გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც ასახავს თუ როგორ ცდილობდნენ ადამიანები ავად გახდომისგან თავის დაცვას. ბიჭები ატარებენ ტომრის ფორმის პატარა ჩანთებს, იმ იმედით, რომ ის ავი თვალისგან დაიცავს და გრიპი არ შეეყრებათ, 1917 წელი.

მარცხენა პოსტერი მოუწოდებს მოქალაქეებს არ მისცენ ტუბერკულიოზს გავრცელების საშუალება, ხოლო მარჯვენა პოსტერი არის მოწყობილობა "სანიტას" რეკლამა, რომელიც ვირუსისგან წმენდს ფილტვებს, 1897 წელი.

რიგში მდგომი ბავშვები ელოდებიან აცრას, 1922 წელი.

საფრანგეთში, ლიონის უნივერსიტეტში, პროფესორი ბორდიერი ტესტავს თავსი გამოგონებას, რომელიც დაეხამრებათ ადამიანებს დაამარცხონ გრიპი რამდენიმე წუთში, 1928 წელი.

ლონდონში, ღია ავტობუსში მამაკაცი ასხურებს გრიპის საწინააღმდეგო სითხეს, 1920 წელი.

მამაკაცები თავს იცავენ გრიპის ვირუსისგან, 1918 წელი.

ფეხბურთის მოთამაშეები ატარებენ პირბადეს ესპანური ვირუსის ეპიდემიის დროს, 1918 წელი.

ინგლისში მამაკაცი ავტომობილს ასხურებს სპეციალურ სითხეს ვირუსისგან დაცვისთვის, ამ სითხეს  ასევე ისხამდნენ პირში, ხელებსა და ფეხებზე, 1933 წელი.

პაციენტი ნიღბით, ესპანური გრიპის ეპიდემიის დროს, 1919 წელი.

ლონდონში შეყვარებული წყვილი ატარებს ანტიბაქტერიულ ნიღაბს, 1930 წელი.

ორი მსახიობი ქალი ანტიბაქტერიული სითხით ცდილობს ვირუსისგან თავის დაცვას, 1937 წელი.

გამყიდველები სპეციალური ნიღბებით, 1930 წელი.

მარცხენა ფოტოზე  შეყვარებულები ნიღბებით კოცნიან ერთმანეთს, ამით ისინი ერთმანეთს დაინფიცირებისგან იცავენ, 1937 წელი, ხოლო მარჯვენა ფოტოზე ოფიცერი ბრიგსი თავისი ახალი გამოგონებით ცხდილობს ვირუსის დამარცხებას, 1936 წელი.

წარწერა ფოტოზე: "3 ფორთოხალი დღეში ვირუსის დამარცხებაში დაგეხმარებათ".

ბრიტანელი ჯარისკაცები ესე ებრძვიან ვირუსს, 1933 წელი.

(სპეციალურად საიტისთვის)