"პინგუ" - დელფინის მამიდა - კვირის პალიტრა

"პინგუ" - დელფინის მამიდა

ურუგვაის პლაჟზე პატარა დელფინი იპოვეს - სათევზაო ბადეს დაეზიანებინა და გადასარჩენად ადგილობრივ საზღვაო ნაკრძალ "SOS Fauna Marina"-ში მიიყვანეს.

დელფინს, რომელიც ვეშაპისნაირთა ყველაზე მომცრო წარმომადგენელ - ლა-პლატას მდინარის დელფინთა ჯიშს ეკუთვნის, ბიოლოგები უვლიან... თუმცა, პატარას "აქტიურ ფსიქოლოგიურ დახმარებას" უწევს ნაკრძალის ბინადარი პინგვინი "პინგუ", რომელიც ახალ მეგობარს წამით არ შორდება.