"ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეც" - რას საქმიანობს ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეც" - რას საქმიანობს ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის უმცროსი შვილიშვილი და ბებიის სეხნია, ნანული შევარდნაძე საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. გოგონა სამსახიობო ხელოვნებითაა გატაცებული და ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების სკოლაში სწავლობს. გარდა ამისა, ნანულის მრავალფეროვანი ინტერესები აქვს. ოთხი წლიდან ბალეტით იყო დაინტერესებული, ხატავს და ცხენით ჯირითობს, უკრავს გიტარაზე. "ყველაზე მეტად მსახიობობა მინდა და გავხდები კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყველა ცდილობს გადამარწმუნოს", - ამბობდა ის წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთი პერიოდი, ისიც უფროსი დის, სოფოს მსგავსად, ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. იმჟამად მან სტაჟირება საფრანგეთში, ტელეარხ "ევროპა 1-ზე" გაიარა. kvirispalitra.ge-სთან სუბრისას მისმა ძმამ ლაშა შევარდნაძემ განაცხადა:

- ნანული დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში. ფრანგული სასკოლო სისტემის მიხედვით, მან საუკეთესო ქულებით დაასრულა სწავლა. ის მათემატიკური და ტექნიკური ნიჭით გამოირჩევა, მაგრამ არჩია სამსახიობო სფეროს გაჰყოლოდა. შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ერთ-ერთ წამყვან თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტს წელს ამთავრებს და დიდი ალბათობით, ხელოვნების მიმართულებით გააგრძელებს მოღვაწეობას. იხილეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა