"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..."
"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..."
ალ­ბათ ბევ­რის­გან მო­გის­მე­ნი­ათ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ მიჩ­ვე­ვაა და არ არის მა­რა­დი­უ­ლი გრძნო­ბა. თუმ­ცა, ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რი მა­გა­ლი­თი ამ­ტკი­ცებს ამის სა­პი­რის­პი­როს. ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი­სა და მწე­რა­ლის - გელა ჩარ­კვი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მისი მე­უღ­ლი­სად­მი, ნანა თო­ი­ძი­სად­მი კი, ამ გრძნო­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი ხში­რად სა­უბ­რობს ნა­ნა­ზე და მათ სიყ­ვა­რულ­ზე, მას­ზე ბევ­რს წერს სა­კუ­თარ ჩა­ნა­წე­რებ­ში... გთა­ვა­ზობთ მწერ­ლის წიგ­ნი­დან "ნა­გე­რა­ლა" ამო­ნა­რიდს, რო­მე­ლიც ვფიქ­რობთ, ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვილ­მა უნდა წა­ი­კი­თხოს:
"ოდეს­ღაც ნანა, ეს უჩ­ვე­უ­ლოდ ლა­მა­ზი ქალი, იმ­დე­ნად
თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი იყო, რომ ეჭ­ვებს, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­ულ­საც, ჩემს გულ­ში თვი­თონ ნერ­გავ­და.
ეს მა­შინ ხდე­ბო­და, როცა მას ქალ­-ვაჟი უკვე შე­ე­ძი­ნა და ვალ­მოხ­დი­ლი, ერ­თგვა­რი მო­ლო­დი­ნი­თა და ინ­ტე­რე­სით, მე­ტიც, სა­ხი­ფა­თო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით შეს­ცქე­რო­და მო­მა­ვალს.

ეს ყვე­ლა­ზე არამ­ყა­რი დროა ცოლ­ქმრულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში - ციკ­ლი დამ­თავ­რდა და ცვლი­ლე­ბა თით­ქოს გარ­დუ­ვა­ლია

ამ დროს მოხ­და
ის, რაც, შე­საძ­ლოა, ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ნას უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად იქცა... ტრო­ტუ­არ­ზე მდგარს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ხელ-ფე­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბას­თან ერ­თად, მას მუც­ლის აორ­ტაც დაუ­ზი­ან­და. ერთი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კვლავ შეს­ძლე­ბო­და ცეკ­ვა, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და და რო­მელ­შიც მე ჯე­რო­ვან პარტნი­ო­რო­ბას ვერ ვუ­წევ­დი, ჩვი­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის გამო.

და მა­ინც ყვე­ლა­ზე დიდი ბო­დი­ში ნა­ნას იმის­თვის უნდა მო­ვუ­ხა­დო, რომ მო­ვეს­წა­რი მის სიკ­ვდილს და დღე­საც გან­ვაგ­რძობ ცხოვ­რე­ბას - იმა­ვე დროს ვდგე­ბი, ვსა­უზ­მობ, ვსა­დი­ლობ, იმა­ვე დროს ვი­ძი­ნებ. თუმ­ცა, ვა­ლი­უ­მის აბს აღარ ვუ­ყოფ, მთლი­ა­ნად მე ვი­ღებ. მარ­თა­ლია, სი­ტყვით ჩვენ არას­დროს შევ­პი­რე­ბი­ვართ ერ­თმა­ნეთს, არ აგ­ვი­ღია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მოგ­ვეკ­ლა თავი მე­ო­რის სიკ­ვდი­ლის გამო, მაგ­რამ ჩვე­ნი გრძნო­ბის სიმ­ძაფ­რე, ვფიქ­რობ, ამას თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობ­და.

ეს აზრი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ღამ­დე­ბა და მარ­ტო ვრჩე­ბი. ცო­ცხლად დარ­ჩე­ნი­ლე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­მი­ზე­ზებ და მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ორ­მო­ცი აბის ნაც­ვლად, ერთს ვი­ღებ, იმი­სა­თვის, რომ ჩა­მე­ძი­ნოს და სა­დღაც გა­რიჟ­რაჟ­ზე ნანა და­მე­სიზ­მროს.

ლა­მა­ზი ნანა, ერთი შე­ხედ­ვით, დიდი ბავ­შვი იყო - ბავ­შვუ­რად ეშ­მა­კი და თავ­კერ­ძა. ნე­ბის­ყო­ფის ნა­ტა­მა­ლი არ გა­აჩ­ნდა და არც მი­იჩ­ნევ­და სა­ჭი­როდ, რომ ჰქო­ნო­და. არა­თუ მო­მა­ვა­ლი სი­კე­თე­ე­ბის ხიბ­ლით, სიკ­ვდი­ლის მუ­ქა­რი­თაც ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ­დი უარს მყი­სი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის მარ­თვას თუ ან­დობ­დი, ერთი თვი­სას ერთ დღე­ში და­გი­ხარ­ჯავ­და.

სი­ცო­ცხლის ბოლო თვე­ებ­შიც კი, დი­დად შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მზად იყო ნე­ბის­მი­ერ დროს წა­სუ­ლი­ყო სტუმ­რად. და­პა­ტი­ჟე­ბის დრო და თა­რი­ღი ერ­თა­დერ­თი რამ იყო, რაც არ ავი­წყდე­ბო­და.

გა­მუდ­მე­ბით თამ­ბა­ქოს ეწე­ო­და და ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო იმ სა­მე­დი­ცი­ნო ფაქ­ტე­ბი­სა და დი­დაქ­ტი­კუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის გამო, უხ­ვად რომ ვახ­ვევ­დი თავს იმ იმე­დით, რომ წე­ვას მო­ეშ­ვე­ბო­და, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ნანა ამას ვე­რას­დროს შეს­ძლებ­და. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­უბ­რებს გა­ურ­ბო­და. მის­ტი­კუ­რი ბუ­ნე­ბის უტყუ­ა­რი ინ­ტუ­ი­ცი­ით იკ­ვლევ­და გზას. ყო­ველ წამს იცო­და, რას ფიქ­რობ­დი. შე­უმცდა­რად გა­ნას­ხვა­ვებ­და ბო­როტ­სა და კე­თილს, მტერ­სა და მოყ­ვა­რეს.

სიტ­ყვა­ძუნ­წი იყო. მე­გობ­რებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან მჯდომს, შე­ეძ­ლო სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ არ ამო­ე­ღო ხმა. ამი­ტო­მაც მის ბო­ლომ­დე ამოც­ნო­ბას ვე­რა­ვინ შეს­ძლებ­და და ვერც მე შევ­ძელი ორ­მოც­და­თო­თხმეტ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

იქ­ნებ მისი ჭეშ­მა­რი­ტი რა­ო­ბის მი­უწ­ვდომ­ლო­ბა ასაზ­რდო­ებ­და და დღე­ნი­ა­დაგ გა­ნა­ახ­ლებ­და ჩემს სიყ­ვა­რულს? ნანა სფინ­ქსი იყო და, ალ­ბათ, სუ­ლის რო­მე­ლი­მე ღრმა სა­მა­ლავ­ში ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, რო­მე­ლიც თან გა­ი­ყო­ლა. ეს აზრი არ მას­ვე­ნებს და ისღა დამ­რჩე­ნია, ვი­ოც­ნე­ბო, რომ ოდეს­მე, უკვე იქ, უფრო მა­ღა­ლი რი­გის რეა­ლო­ბა­ში, კი­დევ შე­ვე­ხე­ბი მას, თუკი ჩვენ, მოკ­ვდა­ვებს იმ რე­ა­ლო­ბაზე ხელი მარ­თლაც მიგ­ვიწ­ვდე­ბა.

მაგ­რამ, თუ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სიყრმის­შვი­ლის, ირაკ­ლის არ იყოს, ვართ უბ­რა­ლოდ "მიგ­დე­ბუ­ლე­ბი დარ­ვი­ნის ანა­ბა­რა", მა­შინ ჩემს მბჟუ­ტავ სა­სო­ე­ბას უმო­წყა­ლოდ წაშ­ლის და შე­ე­ნაც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ლექ­სი­კო­ნის ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი და შემ­ზა­რა­ვი სი­ტყვა - "არას­დროს". Nevermore" - ვკი­თხუ­ლობთ "ნა­გე­რა­ლა­ში".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა