"მაკა მო­უთ­მენ­ლად ელო­და რო­დის გახ­დე­ბო­და ბე­ბია" - რა დაარქვეს მაკა ასათიანის შვილიშვილს? - კვირის პალიტრა

"მაკა მო­უთ­მენ­ლად ელო­და რო­დის გახ­დე­ბო­და ბე­ბია" - რა დაარქვეს მაკა ასათიანის შვილიშვილს?

დიზაინერი მაკა ასათიანი ბებია გახდა. მისი უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მეუღლე ნანიკო კლდიაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.

ნანიკო კლდიაშვილის ორსულობას წყვილი დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა. ასევე არ იყო ცნობილი ბავშვის სქესი. ფეხმძიმე ნანიკომ პირველად ორი თვის წინ გამოაქვეყნა ფოტო ინსტაგრამზე.

ნანიკოს და კახის გოგონა 14 თებერვალს, ვალენტინობას შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში მოევლინა ქვეყანას. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მშობიარობამ კარგად ჩაიარა, დედა-შვილი თავს იდეალურად გრძნობს და უკვე სახლშიც გაეწერა. ნანიკომ ახალშობილის ფოტო "ინსტაგრამის" "სთორიში" გამოაქვეყნა.

ახალშობილს ლეა დაარქვეს. როგორც წყარო გვიყვება: "მაკა ასათიანი მოუთმენლად ელოდა როდის გახდებოდა ბებია და ბევრისგან განსხვავებით, ვისაც არ უნდათ, რომ შვილიშვილმა ბებია დაუძახოთ, ერთი სული აქვს როდის დაუძახებს პატარა ბებიას".

კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა სამი წლის წინ იქორწინეს და ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერეს.

წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. კახი ბიზნესმენია და ერთი წლის წინ ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა. ნანიკო კი შვეიცარიაში სწავლობს.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ ასევე: "ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო" - როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა "ბარსელონას" მფლობელი

ნინო გიგიშვილი