"მაკა მო­უთ­მენ­ლად ელო­და რო­დის გახ­დე­ბო­და ბე­ბია" - რა დაარქვეს მაკა ასათიანის შვილიშვილს?
"მაკა მო­უთ­მენ­ლად ელო­და რო­დის გახ­დე­ბო­და ბე­ბია" - რა დაარქვეს მაკა ასათიანის შვილიშვილს?
დი­ზა­ი­ნე­რი მაკა ასა­თი­ა­ნი ბე­ბია გახ­და. მისი უფ­რო­სი ვაჟი კახი ჟორ­და­ნია და მე­უღ­ლე ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი შვი­ლის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის ორ­სუ­ლო­ბას წყვი­ლი დიდი ხნის მან­ძილ­ზე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და. ასე­ვე არ იყო ცნო­ბი­ლი ბავ­შვის სქე­სი. ფეხ­მძი­მე ნა­ნი­კომ პირ­ვე­ლად ორი თვის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო ინ­სტაგ­რამ­ზე.

ნა­ნი­კოს და კა­ხის გო­გო­ნა 14 თე­ბერ­ვალს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშო­ბი­ა­რო­ბამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა, დედა-შვი­ლი თავს იდე­ა­ლუ­რად გრძნობს და უკვე სახ­ლშიც გა­ე­წე­რა. ნა­ნი­კომ ახალ­შო­ბი­ლის
ფოტო "ინ­სტაგ­რა­მის" "სთო­რი­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ახალ­შო­ბილს ლეა და­არ­ქვეს. რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა:
"მაკა ასა­თი­ა­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­და რო­დის გახ­დე­ბო­და ბე­ბია და ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ვი­საც არ უნ­დათ, რომ შვი­ლიშ­ვილ­მა ბე­ბია და­უ­ძა­ხოთ, ერთი სული აქვს რო­დის და­უ­ძა­ხებს პა­ტა­რა ბე­ბი­ას".

კახი ჟორ­და­ნი­ამ და ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვილ­მა სამი წლის წინ იქორ­წი­ნეს და ჯვა­რი
თბი­ლის­ში, ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში და­ი­წე­რეს.

წყვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და ერთი წლის წინ ჰო­ლან­დი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "დენ ბოს­ხის" მფლო­ბე­ლი გახ­და. ნა­ნი­კო კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში სწავ­ლობს.



ნინო გიგიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?