"თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ... ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ ვინც გვიყვარს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ"
"თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ... ამ ურთიერთობამ მასწავლა, რომ ვინც გვიყვარს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ"
გარკვეული პერიოდი მარიტა ჯანაშია ფართო საზოგადოების წინაშე არ ჩნდებოდა. მოდის კვირეულის წინა სეზონიც გამოტოვა, თუმცა უკვე სამოდელო სფეროში გააქტიურებასაც აპირებს, ტელევიზიაში კი, წლის დასაწყისიდან უკვე წამყვანის ამპლუაშია... გარდა ამისა, "პალიტრა L"-ის წიგნების ყდების დიზაინერიც გახლავთ. მარიტასთან ჩვენი ინტერვიუს თემა მხოლოდ საქმიანი სიახლეები არ ყოფილა: მარიტა ჯანაშიას და ნიკო გომელაურის ვაჟის - ჯეჯის 7-წლიანი რომანი დასრულდა...

გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

- მარიტა, როგორც ვიცი, შენ და ჯეჯი გომელაური ერთად აღარ
ხართ...

- თითქმის 4 თვეა, რაც მე და ჯეჯი ერთად აღარ ვართ. ამჟამად, მარტო ვარ. პირადი ცხოვრება არ მაქვს - ჩემი პირადი ცხოვრება სამსახურია.

- შეიძლება გკითხო - რა გახდა ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობის დასრულების მიზეზი?
- სამწუხაროდ, 7 წლის განმავლობაში ისე ვერ მოხდა, რომ ერთად
გვეცხოვრა. ეს ყველაფერი ძალიან გაიწელა. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა... თუმცა ჯეჯი ძალიან კარგი ადამიანია და მის მიმართ ყოველთვის კარგად განწყობილი ვიქნები. მგონია, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება - ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ ეს ყველაფერი ახლა დასრულებულიყო და არა - ვთქვათ, კიდევ ცოტა ხანს "გვეწვალებინა" ურთიერთობა და მერე დამთავრებულიყო. ალბათ, ასე ჯობია.

- თქვენი შერიგების შანსი არის?
- ჯეჯის ნაცვლად, ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას არც განვიხილავ და ამაზე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება, შევრიგდეთ. არა, შერიგების შანსი არ არის, რადგან ალბათ, როცა რაღაც სრულდება, უკან აღარ უნდა მივბრუნდეთ. თავს ვერაფერზე დავდებ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია - ყველამ წინ უნდა ვიაროთ.

- ამ ურთიერთობამ რა გასწავლათ?
- ის, რომ რაც გვიყვარს და ვინც გვიყვარს, უნდა გავუფრთხილდეთ; პატარა პრობლემები, რომლებიც მარტივად მოგვარდება, არ უნდა "გავაპრობლემოთ"; სისულელეების გამო არ უნდა ვიჩხუბოთ; აუცილებელია, წყვილმა ყველაფერზე ისაუბროს - გულში არ უნდა ჩაიხშოს, რისი მოგვარებაც შეიძლება, თორემ მერე გროვდება, გროვდება და პატარ-პატარა დაგროვებული პრობლემები დიდ მოუგვარებელ პრობლემად იქცევა, რაც ყველაფერს ანგრევს. ამიტომ წყვილებს ვურჩევ, ხშირად ისაუბრონ... იხილეთ სრულად

ეთო ყორღანაშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?