მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან - კვირის პალიტრა

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და მისმა რჩეულმა, მიხეილ ჩოხელმა ოფიციალურად იქორწინეს. წყვილმა ჯვარი ნარიყალას წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დაიწერა.

ჯვრისწერაზე გადაღებული ფოტოები მომღერლის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

ზამბახიძე და ჩოხელი უკვე ორი წელია ერთად არიან. ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი მაკა ზამბახიძის მესამე ქმარია.

მეორე ოჯახის დანგრევის შემდეგ, მაკა ზამბახიძემ გადაწყვიტა, პირად ცხოვრებაზე სახალხოდ არასდროს ელაპარაკა და დიდხანს არც ასაჯაროებდა მისი და მიხეილ ჩოხელის ურთიერთობას. თუმცა, წყვილი ახლა ოფიციალურ ქორწინებაშია და საზოგადოებაშიც არ ერიდება ერთად გამოჩენას.