როგორ პოზირებს ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი კამერის წინ - ბერამ შვილის ვიდეო გაასაჯაროვა - კვირის პალიტრა

როგორ პოზირებს ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი კამერის წინ - ბერამ შვილის ვიდეო გაასაჯაროვა

ივანიშვილების ოჯახს ყველაზე პატარა წევრი რამდენიმე თვის წინ შეემატა. ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვაჟს დედისა და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს.

როგორც ყველასთვის ცნობილია, ბერა და ნანუკა სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს. ამჯერად მომღერალმა "ინსტაგრამზე" შვილის ვიდეო გაასაჯაროვა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ბერუკას კამერის წინ პოზირება ძალიან ახალისებს.

სულ ცოტა ხნის წინ, ივანიშვილების ოჯახი პატარა შვილიშვილთან ერთად ბაკურიანში ისვენებდნენ.