"ენის დედა ჩემხელაა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია" - კვირის პალიტრა

"ენის დედა ჩემხელაა. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია"

მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და მის მეორე ნახევარს, ენი გასიევას რამდენიმე დღის წინ შვილი შეეძინათ - დაიბადა კოსმო ყიფშიძე. გიორგისთვის ის მესამე შვილია, ენისთვის კი - პირველი. წყვილი თავიანთი გაცნობის ამბები ჟურნალ "გზასთან" ჰყვება, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

- თავის დროზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა თქვენი ქორწინების შესახებ. როგორ შეხვდნენ თქვენი დაწყვილების ამბავს ოჯახის წევრები?

ემი: - ბატონ ზურასთანაც, ქალბატონ ლელესთან, ლენუკასთან, ნატალიასთანაც და ყველასთან ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. კოსმოს დაბადება, ბუნებრივია, ყველას ძალიან გაუხარდა.

გიო: - მამაჩემს ენი მაშინ გავაცანი, როცა ის ჩემს სპექტაკლებზე მოდიოდა. ჩვენს თეატრში, საგრიმიოროში შემოდიოდა და იქ გავაცანი, - ჩემი გოგოა - მეთქი. - რამდენი წლის არისო? - მკითხა. - 22-ის მეთქი. - შენი შვილიო? - 18-ის მეთქი. - შენ რამდენის ხარო? - 42-ის- მეთქი. - მერე?.. არ გრცვხენია, პედოფილი ხარ (იცინის)? დიდი სხვაობააო.... ეს იხუმრა და ახლა, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ენის დედა ჩემხელაა (იცინის). ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ვერც აღვიქვამ, რომ ჩემი სიდედრია.

- თქვენ თუ გრძნობთ ამ ასაკობრივ სხვაობას? - არა და სწორედ ესაა მთავარი. ჩვენ "საკაიფოდ" ვართ და რატომ ჩანს ასე, არ ვიცი. თუ მე ასე კომფორტულად ვარ, რატომაც არა?

... "მთავარი ისაა, რომ ამხელა ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთს "საკაიფოდ" გავუგეთ. 20 წელი არ არის პატარა სხვაობა. სასაუბრო თემაც ხომ უნდა გქონდეს, მხოლოდ გარეგნობა ხომ არ არის?! მაგრამ ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობთ...

უკვე ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ. ენი ძალიან გემრიელ საჭმელებს მიმზადებს. გავრისკეთ და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ყველაფერს, სხვების დახმარებისა და შეწუხების გარეშე. როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ, რაც მას ესიამოვნება".

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 27 თებერვლის ნომერში.