მომგებიანი რაკურსი - კვირის პალიტრა

მომგებიანი რაკურსი

ამერიკული ბომონდის მშვენება პერის ჰილტონი, რომელიც ჰავაიზე ოჯახსა და ბოიფრენდთან ერთად ატარებდა დროს, ვერ ისვენებს - სინამდვილეში პაპარაცებზე

თავად ნადირობს! თუ ერთი თვის წინ პერისი შესუქებულ თეძოებსა და მუცელს დახურული საცურაო კოსტიუმით საგულდაგულოდ მალავდა, ახლა "მტანჯველი" დიეტის შედეგების საქვეყნოდ დემონსტრირებას ჩქარობს, რისთვისაც მეტად თამამ და კაშკაშა ბიკინიში გამოეწყო. თუმცა, ჩანს, საკუთარი ფიგურა ჯერ მთლად "იდეალურადაც" არ მიაჩნია: პაპარაცების დანახვისთანავე მომგებიან რაკურსში დგება და მონდომებით ცდილობს მუცლის "შესუნთქვას".