კეტი პერი - გასავათებული ფიფქია - კვირის პალიტრა

კეტი პერი - გასავათებული ფიფქია

მომღერალი კეტი პერი წელს მსოფლიოს ყველაზე მომხიბლავ და სექსუალურ ქალად აღიარეს,  შემდეგ გათხოვდა და ინდოეთის ნაკრძალში ქორწილიც გამართა, სადაც კაციჭამია ვეფხვი ლამის სუფრაზე ეწვიათ. ამ ქორწილს წლის "ყველაზე  ეგზოტიკურის" ტიტული ერგო.

საახალწლოდ კი სრულიად ამერიკამ მოინდომა ღონისძიებებზე "ფიფქიად" სწორედ მისი ხილვა. საბოლოოდ კეტიმ "ფიფქიობის რეკორდიც" მიითვალა, თუმცა ისე გასავათდა, რომ არათუ ვეღარ მღერის, რამდენიმე დღეა, ქანცგაწყვეტილს ფეხზე დადგომაც აღარ შეუძლია...