"გინდა იყოს კოჭლი, გინდა ბრუციანი..." - კვირის პალიტრა

"გინდა იყოს კოჭლი, გინდა ბრუციანი..."

ინგლისში ოფიციალურად "ყველაზე მახინჯ" ძაღლად აღიარებულ პოინტერ-კროსის ჯიშის 2 წლის "უგას", რომელიც მანამდე თავშესაფარში ცხოვრობდა, პატრონი - ეიპრილ პარკერი გამოუჩნდა. მისის პარკერს და მის გოგონებს დანახვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდათ ცალი თვალით ბრმა, ღოჯებგამოჩრილი, ცხვირმრუდე, გაურკვეველი ფერის, თანაც ავი  და უჟმური "ცუგა", ახალი სახელი -  "დუგი" დაარქვეს და ცივ ნიავს არ აკარებენ.