მარტოხელა ცოლად ირთავს... ნაძვის ხეს - კვირის პალიტრა

მარტოხელა ცოლად ირთავს... ნაძვის ხეს

დიდი ბრიტანეთის უილთშირის საგრაფოს მკვიდრი, 47 წლის ენდი პარკი "მოწყენილობისა და მარტოობის გამო" 1993 წლიდან საშობაო ნაძვის ხეს გაუმიჯნურდა და 17

წელია,  ყოველდღიურად აღნიშნავს "შობას"... ახლა კი მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

"ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და თუ სხვები შინაურ ცხოველებზე ქორწინდებიან, მე რატომ არ შეიძლება ნაძვის ხეზე დავიწერო ჯვარი?" - ამბობს ენდი. მან "საცოლეს" უკვე უყიდა საჩუქრები, ნიშნობის ბეჭედი - ნაძვის ტოტზე ჩამოსაცმელად და ისეთ მღვდელს ეძებს, რომელიც ცერემონიალის აღსრულებას დათანხმდება(?!).