"ეს ყვავილები რომ ეპოვა, მამას სამი დღის გატარება მთებში მოუწია" - კადიროვის დიზაინერი ქალიშვილის პარიზული ჩვენება - კვირის პალიტრა

"ეს ყვავილები რომ ეპოვა, მამას სამი დღის გატარება მთებში მოუწია" - კადიროვის დიზაინერი ქალიშვილის პარიზული ჩვენება

პარიზის მოდის კვირეულზე, მოდის სახლის Firdaws ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის უფროსი ქალიშვილი, 21 წლის აიშატ კადიროვა ხელმძღვანელობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვის ქალიშვილმა კოლექცია ევროპაში წარადგინა, აქამდე ჩვენებები იმართებოდა გროზნოში, მოსკოვსა და არაბულ ქვეყნებში. აიშატ კადიროვა

მიუხედავად იმისა, რომ იმავე დროს პარიზში პარალელურ ქუჩაზე "დიორის" კოლექციის ჩვენება იმართებოდა, კადიროვას კოლექციის ჩვენებას უამრავი ადამიანი დაესწრო.

Firdaws-ის კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის დროს გაიმართა, თუმცა მის ფარგლებში არა. ჩვენება "რუსული სეზონების" ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც რუსეთის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. როგორც მოდის სახლის წარმომადგენლებმა ბი-ბი-სის უთხრეს, ჩვენება მათი ხარჯებით შედგა.

მუსიკალური გაფორმებისთვის სპეციალურად ჩეჩნეთიდან სიმფონიური ორკესტრი ჩაიყვანეს.

აიშატ კადიროვა ცდილობდა ჟურნალისტებისთვის თავის არიდებას, ის კომენტარს მხოლოდ რუსულ და ჩეჩნურ არხებთან აკეთებდა, თუმცა ბი-ბი-სის" კორესპონდენტმა კადიროვასთან ცოტა ხნით მოასწრო გასაუბრება:

"ჩვენი მიზანია, ჩვენი კულტურის შესახებ მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ. კოლექციის, რომელსაც "სიყვარულის ისტორია" ჰქვია, შექმნა შთამაგონა ჩვენმა მთებმა, ცამ და ყვავილმა "ედელვაისმა". რვა წლის წინ დავინახე, როგორ აჩუქა მამამ დედას "ედელვასიების" თაიგული. ეს ყვავილები რომ ეპოვა, მამას სამი დღის გატარება მთებში მოუწია. მშობლები მხარს მიჭერენ და რჩევებსაც არ იშურებენ. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩემი დები და ძმები ჩემზე ნერვიულობენ", - განაცხადა აიშატ კადიროვამ.

"ბიბისის" კორესპონდენტის თქმით, შეეცადნენ კადიროვის ქალიშვილისთვის კითხვები დაესვათ სანქციებზე, ფემინიზმე, ჩეჩნეთში არსებულ სიტუაციაზე, თუმცა კადიროვის ქალიშვილმა კითხვებს არ უპასუხა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "მამამ მითხრა, რომ იქნებოდა ბედნიერი, თუ მის გოგონებს ჰიჯაბი ეკეთებოდათ და მეც გავიკეთე" - ვინ არის რამზან კადიროვის საყვარელი ქალიშვილი?