"მომიყვანე ცოლად!" - რა "ინციდენტი" შეემთხვა ვლადიმირ პუტინს ივანოვოში? - კვირის პალიტრა

"მომიყვანე ცოლად!" - რა "ინციდენტი" შეემთხვა ვლადიმირ პუტინს ივანოვოში?

როგორც ცნობილია, რუსეთის ქალაქი ივანოვო ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს იყო განთქმული იმით, რომ იქ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენდნენ - ეს ფაქტი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ქალაქში საბჭოეთში უმსხვილესი საფეიქრო-საგალანტერიო კომბინატი მუშაობდა. სხვათა შორის, ამ სფეროში პირველობა ივანოვოს დღესაც არ დაუკარგავს.

7 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ივანოვოში იმყოფებოდა და იქაურ ქალებს 8 მარტი ერთი დღით ადრე მიულოცა, დაათვალიერა კომბინატი და პოლიკლინიკა.

ქუჩაში, ადგილობრივ ქალებთან შეხვედრისას, 28 წლის იულია შილოვამ პრეზიდენტს საჯაროდ შესთავაზა - ცოლად მომიყვანეო.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ცოლს - ლიუდმილას - 2013 წელს გაეყარა და ამჟამად უცოლო, მარტოხელა მამაკაცია.

ჰოდა, ივანოვოელი ქალბატონის შეთავაზებაზე პრეზიდენტი შეჩერდა და მათ მცირე ხანს ისაუბრეს. როგორც მოგვიანებით იულიამ რუსულ პრესასთან განცხადა, ის გათხოვლი არასდროს ყოფილა, რადგან შესაფერისი მამაკაცი ვერ იპოვა. რუსეთის პრეზიდენტით კი დიდი ხანია აღტაცებულია და მას ძლიერ, მიზანსწრაფულ და ძალაუფლების მოყვარულ მამაკაცად მიიჩნევს.

მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმაც გააკეთა კომენტარი. "ივანოვო ცნობილი საპატარძლო ქალაქია და ეს ახლაც დადასტურდა. დიახ, ცოლობა ნამდვილად შემომთავაზა. მე მგონი, კამერებმაც ჩაიწერეს. ვნახოთ". - განაცხადა მან.

იულია შილოვა ივანოვოს საბავშვო თეატრში მსახიობად მუშაობს. წყარო

იხილეთ ასევე: "ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, შეიძლება ითქვას, სულს მხდიდა და ისე მიპყრობდა" - პუტინის ყოფილი ცოლის მოგონებები

მოამზადა სიმონ კილაძემ

რა "ინციდენტი" შეემთხვა ივანოვოში

ვლადიმერ პუტინს

("წამიყვანეთ ცოლად!")

როგორც ცნობილია, ივანოვო ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს იყო განთქმული იმით, რომ იქ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენდნენ - ეს ფაქტი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ქალაქში საბჭოეთში უმსხვილესი საფეიქრო-საგალანტერიო კომბინატი მუშაობდა. სხვათა შორის, ამ სფეროში პირველობა ივანოვოს დღესაც არ დაუკარგავს.

გუშინ ვლადიმერ პუტინი ივანოვოში იმყოფებოდა და იქაურ ქალებს 8 მარტი მიულოცა, დაათვალიერა კომბინატი და პოლიკლინიკა.

ქუჩაში, ქალებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა, 28 წლის იულია შილოვამ პრეზიდენტს საჯაროდ შესთავაზა - "ცოლად წამიყვანეო".

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ცოლს - ლიუდმილას - რამდენიმე წლის წინ, 2013 წელს გაეყარა და ამჟამად უცოლო, მარტოხელა მამაკაცია.

ჰოდა, ივანოვოელი ქალბატონის შეთავაზებაზე პრეზიდენტი შეჩერდა და მათ მცირე ხანს ისაუბრეს.

მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ივანოვო ცნობილი საპატარძლო ქალაქია და ეს ახლაც დადასტურდა. დიახ, ცოლობა ნამდვილად შემომთავაზა. მე მგონი, კამერებმაც ჩაიწერეს. ვნახოთ".

იულია შილოვა ივანოვოს საბავშვო თეატრში მსახიობად მუშაობს.