პანდემიის სხვა მხარე... - ვენეციის არხებში დელფინები და გედები დაბრუნდნენ
პანდემიის სხვა მხარე... -  ვენეციის არხებში დელფინები და გედები დაბრუნდნენ
იტალიაში ყოველდღიურად იზრდება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. უახლესი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 31 506 პირი დაინფიცირდა, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე იტალიაში ვირუსის გარდაიცვალა 2503, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 941 ადამიანი.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, მოსახლეობა ერიდება ქუჩაში გამოსვლას. შემცირდა ავტომობილების გამოყენებაც და როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, იზოლაციისა და კარანტინის შედეგად, იტალიაში ჰაერისა და წყლის სისუფთავე მკვეთრად იგრძნობა.



ვენეციაში, რომელიც იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ქალაქია, წლის განმავლობაში მილიონიბით ადამიანი ისვენებს. ტურისტები ვენეციის არხების გავლით, გონდოლებით
ნახულობენ ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებს, ამის გამო არხებში წყალი საგრძნობლად ბინძურდება. ახლა კი, როცა ხალხი ქუჩაში გამოსვლას ერიდება, არხებში წყალი გაიწმინდა და წყლის ბინადრებიც გამოჩნდნენ. მოსახლეობამ კალიარის პორტში დელფინიც კი ნახა.



იტალიელები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოებს და აღნიშნავენ, რომ იმდენად გასუფთავდა წყალი, არხებში უკვე თევზების დანახვა
თავისუფლადაა შესაძლებელი, ვენეციას დაუბრუნდა ულამაზესი გედებიც.



გარემოსდამცველთა მტკიცებით, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებშიც მკვეთრად ჩანს, რომ იტალიაში ჰაერის დაბინძრებამ მკვეთრად იკლო. (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?