როგორ გამოიყურება ხალხისგან დაცარიელებული თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია? - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურება ხალხისგან დაცარიელებული თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მაშსტაბით მიკროავტობუსების მომსახურება შეწყდა. აღნიშნული შეზღუდვების შედეგად, თბილისში მოქალაქეები  მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით შეძლებენ გადაადგილებას. ხელისუფლება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

აღასნიშნავია ისიც, რომ ავტობუსში,  მძღოლის სივრცის იზოლირება მოხდა ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან.

დღეიდან უკვე თვალშისაცემია მოქალაქეთა სიმცირე თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციისთვის, ამ დრომდე ქვეყანაშაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის, თუმცა ამის საჭირობა ჯერ არ დგას.