გაჩერებული ამერიკა - ამას ერთი თვის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა (ფოტოები)
გაჩერებული ამერიკა - ამას ერთი თვის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა (ფოტოები)
ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული ახალი კორონავირუსის ეპიდემია, პანდემიად იქცა და უკვე მსოფლის 176 ქვეეყანაშია გავრცელებული. Covid-19-ის გავრცელება დაეტყო ამერიკასაც, დაიცალა ქუჩები და დაიკეტა სავაჭრო ცენტრები. ახლა ამერიკის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირების 9 464 შემთხვევაა დადასტურებული.
ვინ წარმოიდგენდა, რომ ხალხით გადატვირთული და ხმაურიანი ამერიკის ქუჩები ოდესმე წყნარი და ცარიელი იქნებოდა.

გთავაზობთ ამერიკელების "პანიკური შოპინგისა" და დაცარიელებული ქუჩების ფოტოებს:

ამერიკის მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საკვებ მარაგს აგროვებს, მიჩიგანის შტატი

ნიუ იორკი, მანჰეტენის ცნობილი
ქუჩა ხალხის გარეშე, მეუთე ავენიუ, 15 მარტი

კონსერვებით სავსე ურიკა, კორონავირუსის გავცელების შემდეგ, მიჩიგანის შტატი

თითქმის ცარიელი გრანდ ცენტრალის სადგური, 15 მარტი

მეტროს თანამშრომელები, ანტიბაქტერიული ხსნარებით ამუშავებენ მეტროს ვაგონებს, 15 მარტი

ჰუდსონის პარკის ცარიელი მეტრო სადგური, 15 მარტი

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სუპერმარკტებში სურსათი მალევე ამოიწურა,
მიჩიგანის შტატი

მამაკაცი დამცავი ნიღბით მეტროში, ბრუკლინი 15 მარტი

ცარიელი მანჰეტენი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, 15 მარტი

ნიშანი აუწყებს მოსახლეობას, რონ ნიუ-იორკის ნაციონალური ბიბლიოთეკა დაკეტილია

თაიმს სკვერი პიკის საათში, 15 მარტი

ხალხი დამცავი ნიღებით, თაიმს სკვერი, 15 მარტი

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ სუპერმარკეტებში ტუალეტის ქაღალდები გათავდა, მიჩიგანის შტატი

ცარიელი მაღაზიები მანჰეტენზე, 15 მარტი

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ცარიელი საფეხურები, 15 მარტი

ცარიელი სკამები ჰუდსონის პარკის მახლობლად, მანჰეტენი, 15 მარტი

"პანიკური შოპინგი" და გაუჩინარებული სურსათი სუპერმარკეტებიდან

გრანდ ცენტრალის ცარიელი მეტრო სადგური, 15 მარტი

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ბავშვებისგან მიტოვებული გასართობი მოედანი, მანჰეტენი, 15 მარტი


სკოლის დამლაგებელი ბავშვებისგან დაცლილ კაფეტერიაში, 15 მარტი

"ნიუ-იორკ მაგეზინის" ყდაზე წარწერა "არ დაპანიკდეთ" წაშლილია და დატოვებულია მხოლოდ ერთი სიტყვა "პანიკა"

(სპეციალურად საიტისთვის)
ანა
22 მარტი 2020 07:39
მართალია “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, მაგრამ ყველაფერი მალე კარგად იქნება! წამალი გზაშია და დარჩით სახლში კიდევ ცოტა ხანს! სიყვარული გადაგვარჩენს...ვნახე როგორ უკრავდნენ ტაშს ქართველ ექიმებს,მედდებს და ვიცინე და ვიტირე ერთდროულად! ყველა მიყვარხართ და მეამაყებით!
ანა
21 მარტი 2020 08:44
არანაირი პანიკა არაა ,აქ ვარ ნიუორკში...მე დავდივარ სამსახურში,დიალიზის ცენტრში ვმუშაობ...ბედისწერას ვერსად დაემალები! დაიბანეთ ხელები,ზედმეტად გარეთ ნუ გახვალთ, დაიცავით დისტანცია ვისაც ესაუბრებით იმასთან,მოიხმარეთ პირბადე და ხელთათმანებიც ...დანარჩენი ზემოთ წყდება, ახედეთ ცას...ისე შემოგვეპარა გაზაფხული,ხეებიც აყვავდა და თითქმის ვერ შევნიშნე . ამიტომ დღეს ყვავილებიანი მაისური ჩავიცვი და მთელი დღე კარგი განწყობა მქონდა...მალე ნუშიც აყვავდება!!! გაზაფხულს გილოცავთ ყველას!
გიორგი
21 მარტი 2020 00:18
პანდემიის ზაფხულში გაგრძელების მეც მეშინია, რადგან გვიმტკიცებენ, რომ ვითომ 30 გრადუსის ზემოთ თითქმის ნულამდე დადის ავადმყოფობის "ხარისხი". ე. ი. ავადმყოფობა. ვსვამ კითხვას, ავადმყოფებს რისთვის არ მკურნალობენ 30 გრადუსიან პალატებში. ეს ხომ ძალიან მარტივია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?