"შორიდან აღარ მომელოცის" - როგორ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს? - კვირის პალიტრა

"შორიდან აღარ მომელოცის" - როგორ ულოცავს სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილს დაბადების დღეს?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილს ქეთევან გორჯესტანს "ფეისბუკის" პირადი გვერდიდან ულოცავს დაბადების დღეს. აქვეყნებს რა, ქალიშვილთან გადაღებულ ფოტოს, წარწერით:

"გილოცავ ქეთევან, გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ცხოვრებაში ! რომ არ მყავდე, ჩემ თავს ვუსურვებდი ასეთ ქალიშვილს.

შორიდან აღარ მომელოცის ❤️, და ასე ხელებით დიდხანს ვისაუბროთ"

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ქალიშვილი პროფესიით ჟურნალისტია, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მუშაობს. თავად პრეზიდენტს დაბადების დღე 18 მარტს ჰქონდა. როგორც მისი ვიდეომიმართვიდან გავიგეთ, მან იუბილე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, ტრადიციულად - მეგობრების და ახლობლების წრეში არ აღნიშნა. იხილეთ