სამოსი უფასოდ - მხოლოდ შიშვლებს - კვირის პალიტრა

სამოსი უფასოდ - მხოლოდ შიშვლებს

ცნობილმა ესპანური მოდის სახლმა, Desigual-მა, ყველას დაასწრო და საშობაო ვაჭრობის  სეზონი მეტად ორიგინალურად გახსნა - 2 იანვარს მადრიდში, საფირმო

მაღაზიაში, ჩაატარა სარეკლამო აქცია: "მოდი გახდილი, წადი ჩაცმული". უფასო სამოსი კი იმ ას ქალს და მამაკაცს ერგო, რომლებმაც რიგში დროულად დაიკავეს ადგილი - მოდური სამოსის მისაღებად (ფირმას მაღაზიები 72 ქვეყანაში აქვს). სიცივის მიუხედავად, რიგში 200-მდე შიშველი ქალი და კაცი ეხუტებოდა ერთმანეთს.