სარეკორდო "ბურლესკი" - კვირის პალიტრა

სარეკორდო "ბურლესკი"

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის თაოსნობით,  3 იანვარს, ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე "მასობრივი ბურლესკის" მსოფლიო რეკორდი დამყარდა - სიცივის მიუხედავად, საცეკვაოდ 200 პროფესიონალი მოცეკვავე და მოყვარული გამოცხადდა, სოლისტობა კი მოცეკვავე კიმბერლი დანმა გასწია.

მოცეკვავეები ბურლესკის სტილის "დედოფლის" - დიტა ფონ ტიზის სტილში გამოაწყვეს: წითელი და შავი ფერები, ბეწვი და ბოა, მაღალი ქუსლები, კორსეტი და დეკოლტე, მაღალი წინდები და გრძელი ხელთათმანები... 5-წუთიანი ერთობლივი  ცეკვა კი ჟიურისა და უამრავი მაყურებლის გარდა, გინესის წარმომადგენელმაც "დააფასა".ც