ემოციური ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან, თუ როგორ ებრძვიან ადამიანები კორონავირუსს
ემოციური ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან, თუ როგორ ებრძვიან ადამიანები კორონავირუსს
ჩინეთში, ქალაქ უხანში გავრცელებული კორონავირუსი უკვე ყველასთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, მსოფლიო ყოველდღე, ერთიანი ძალებით ვირუსის დამარცხებას ცდილობს. დაცლილია დიდი ქალაქები და თითქმის ყველა მიმართულებით შეზრუდულია საჰაერო მიმოსვლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას სახლში დარჩენისა და მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებს. ვირუსის დამარცხებას მთელი მსოფლიო ცდილობს და იმედს არავინ კარგავს.

ნახეთ 20 ფოტო, რომელიც მსოფლიოში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაგახსენებთ:

ფარმაცევტი ვაშინგტონის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტში, ჯენიფერ ჰალერს COVID-19-ის პირველ საცდელ ვაქცინას უკეთებს,
ამერიკა, 16 მარტი

სამედიცინო პერსონალი პაციენტისთვის გამოგზავნილი ვერტმფრენის მოლოდინში, ემილე მულერის საავადმყოფო, საფრანფეთი, 17 მარტი

მეზობლების საუბარი აივნიდან, იზოლაციის მეორე დღეს, მადრიდი, ესპანეთი, 19 მარტი

კაცი ველოსიპედით დიდი შოპინგ ცენტრის წინ, საფრანგეთი, პარიზი, 18 მარტი

ქალი არჩევს ხილსა და ბოსტნეულს, ესპანეთი, მადრიდი, 18 მარტი

ათასობით
ადამიანი კოსტკოს მაღაზიასთან თავის რიგს ელოდება, კალიფორნია, ნოვატო, 14 მარტი

ხალხი იარაღების მაღაზიიის რიგში, კულერი, კალიფორნია, 15 მარტი

სატვირთოების უწყვეტი რიგი მაგისტრალზე, გერმანია, 17 მარტი

კათოლიკე მღვდელი სანტა მარიას ეკლესიაში, პირდაპირი ჩართვით ატარებს ცერემონიას, ესპანეთი, 15 მარტი

სტამბულის მუნიციპალიტეტის შენობაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, თურქეთი, 13 მარტი

პეტრას ჯორდანის არქეოლოგიური ქალაქი კორონავირუსის გავრცელების გამო სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება

კორონავირუსზე შესამოწმებლად ექიმი აფრიკელ ქალს ტემპერატურას უზომავს, 18 მარტი

მამაკაცი ლეღვის ფოთლის ნიღბით, მაროკო, 18 მარტი

დეზინფექცია ადამიანებზე, კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ფილიპინები, 19 მარტი

ერთჯერადი გამოყენების პირბადის დამზადების პროცესი, ვენესუელა, 17 მარტი

სამედიცინო პერსონალი, კორონავირუსის დასადგენად პირისღრუდან ნაცხის აღების დროს, მაიამი, 16 მარტი

ხანში შესული წყვილი რობოტის მეშვეობით თავის შვილს ელაპარაკება, ბელგია, 16 მარტი

14-დღიანი კარანტინის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტი თავის ოჯახს შეხვდა, ჰებეი ცესტის საავადმყოფო, ჩინეთი, 14 მარტი

ცარიელი მაღაზიები და ალაგ-ალაგ შემორჩენილი პროდუქტი, დიდი ბრიტანეთი, 18 მარტი

ექიმი ეხუტება სადღესასწაულო ცერემონიის მონაწილეს მას შემდეგ რაც, კორონავირუსისგან პაციენტების სიცოცხლე იხსნა, უხანი, ჩინეთი 19 მარტი

(სპეციალურად საიტისთვის)

fig leaves
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?