"კორონა არა, მაგრამ..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავდამყოფოში?
ტელეწამყვანი და "ტვ პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია საავადმყოფოში მოხვდა. ამის მიზეზი ფეხის მოტეხვა გახდა, რის გამოც გრიგოლიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს:
"კორონა არა, მაგრამ ფეხი კი მოვიტეხე. ხოდა, ვწევარ ახლა ნაოპერაციები და ფეხმოტეხილი ამ საგანგებო ეთერებისას და ვსკდები გულზე... გამოტყდით, ვისი თვალი მეცა, ან ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო. არადა, კორონას პანიკა მქონდა" - წერს ტელეწამყვანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.