"ყველა შტორმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება" - როგორ ამხნევებენ ადამიანები ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიისას? - კვირის პალიტრა

"ყველა შტორმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება" - როგორ ამხნევებენ ადამიანები ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიისას?

ახალი კორონავირუსი უკვე მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანას მოედო, პანდემიამ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დააინფიცირა უკვე, თუმცა მსოფლიო Covid-19-თან აქტიურ ბრძოლას აგრძელეს, მობილიზებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ქვეყნების ხელისუფლებები...

ვირუსის გავრცელებამ შეცვალა მსოფლიოს ცხოვრება, უკვე სახლიდან აღარ გადის ხალხი, რეკომენდაციებს ითვალისწინებს მოსახლეობა და დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე ადამიანები მაინც ცდილობენ თანადგომა და ერთიანობა არ დაკარგონ, ისინი მღერიან, ცეკვავენ და სიტყვიერი გამხნევებით ვირუსისგან გამოწვეულ სტრესს იმსუბუქებენ.

ნახეთ ფოტოები, როგორც თანადგომისა და გამხნევების მაგალითები.

შეყვარებული წყვილი ცარიელი სან-ფრანცისკოში სეირნობს, ფოტოზე ჩანს წარწერა, "ჩვენ გავუმკლავდებით, ჩვენ გადავრჩებით", 18 მარტი

წარწერა კინოთეატრის შესასვლელთან, "ეს უბრალოდ შესვენებაა, ჩვენ მალე გნახავთ", სიეტლი, ამერიკა, 20 მარტი

წარწერა ბლუმინგტონის კინოთეატრის თავზე, რომელიც გამვლელებს ამხნებეს და ეუბნება მათ, რომ ყველაფერი ჩაივლის, ინდიანა, 18 მარტი

ჯესლინ სვიტმა თავისი მეზობელი ექიმის ეზოში გამამხნევებელი ნიშანი დადგა წარწერით, "დიდი მადლობა მთელ სამედიცინო პერსონალს" ტენზესი, 22 მარტი

გამამხნევებელი ნიშანი ექიმებისთვის ტენზესის შტატში, ერთ-ერთი სახლის წინ, 22 მარტი

წარწერა თაიმს სკვერზე, "მადლობა ექიმებს", ნიუ-იორკი, 20 მარტი

წარწერა ლოს ანჯელესის კინოთეატრის თავზე, " დაიცავით დისტანცია, ჩვენ აქ ერთად ვართ", 23 მარტი

უსახლკარო კაცი ლოს ანჯელესის დახურულ კინოთეატრთან, მის თავზე წერია, "ყველა შტორმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება", 21 მარტი

"ერთად იყავით, სოლიდარობა გამოიჩინეთ, თუმცა 6 ფუტის დაშორებით", ვაშინგტონი, 24 მარტი

წარწერა კონის კუნძულის ერთ-ერთი რესტორნის კარებზე მოსახლეობის გასამხნევებლად, დეტროიტი, 24 მარტი

მონიკა უბერა ვირუსის გავრცელების შემდეგ გზატკეცილზე ტრაილერის მძღოლებისთვის უფასოდ სენდვიჩბს არიგებს, ოკლაჰომა, 20 მარტი

ხალხი გამამხნევებელი პლაკატით, იქ სადაც რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, ახალი ორლეანი, 20 მარტი

მოსახლეობა ფლორიდაში დარჩენილ ტურისტებს ამხნევებს, 22 მარტი

წარწერა კინოთეატრის შესასვლელტან, "პორტლენდ, ჩვენ ამას გავუმკლავდებით",  ამერიკა, 23 მარტი

შეყვარებული წყვილი კინოთეატრის წინ, შესასვლელთან წერია " ჩვენ გვიყვარხართ, ხელები დაიბანეთ და უკან მალე დაბრუნდით", 20 მარტი

წარწერა კინოთეატრის თავზე, "დამშვიდდით", 18 მარტი

ენდი ვუდსის დაწყებით სკოლაში, მასწავლებლები მოსწავლეებს ამნევებენ, ტეხასი, 24 მარტი

მასწავლებლები მოსწავლეებს ამხნევებენ, ტეხასი, 24 მარტი

კინოთეატრის სახუმარო აფიშა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ " ახლა გადის ფილმი, "ინფიცირება" შემდეგ გავა, 12 000 დოლარის ჩეკი თქვენს ანგარიშზე"

(სპეციალურად საიტისთვის)