"ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით"
02-04-2020
"ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით"
ამჯერად გამოვცადეთ მოცეკვავე ცოლ-ქმარი - მზია ორველაშვილი და ტატო ხანთაძე, რომლებსაც უკვე ოთხწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- მისი არსებობის შესახებ როგორ შეიტყვე? მან როდის შეიტყო შენ შესახებ?

ტატო:
- ვიდრე პირადად გავიცნობდი, რა თქმა უნდა, სატელევიზიო შოუდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვიცოდი, მზიკო ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მან ჩემი არსებობის შესახებ სეუ-ში გაიგო: იქ, დარბაზში რეპეტიციას გადიოდა, მე კი ანსამბლში ვცეკვავდი. ერთმანეთს
სეუ-ში გადავეყარეთ.

მზიკო:
- ტატო სეუ-ში შემთხვევით გავიცანი: ანსამბლის სოლისტი იყო და გველოდებოდა, ჩვენს რეპეტიციას როდის დავასრულებდით, რომ დარბაზში შესულიყო. ვიტრინის მიღმა რომ დავინახე, ვიფიქრე, - ეს ბიჭი ვის ელოდება-მეთქი? როცა ვკითხე და გავარკვიე, რომ ჩვენ გველოდებოდა, ვუთხარი, - არ გვიშლი, შემოდი და შენც "ირეპეტიციე"-მეთქი... ტატო
ასე გავიცანი. მერე, ისე კარგად იცეკვა, რომ ჩვენთან ერთად ცეკვა შევთავაზე. დაგვთანხმდა. ასე დავმეგობრდით... როგორც მითხრა, თავად, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გამიცნო.

- პირველ პაემანზე როგორ გამოიყურებოდა? შენ როგორ გამოიყურებოდი?
ტატო:
- მახსოვს, ზღვის პირას ვიყავით. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ლუდი მასაც მაგრად უყვარს. ლუდს ვსვამდით, ვსაუბრობდით... თუ არ ვცდები, მუქი ლურჯი შორტი და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, მე - ჯინსის შარვალი და შავი მაისური.

მზია:
- ჩვენი პირველი პაემანი ბათუმში იყო: ზღვის პირას ვისხედით, ვსაუბრობდით. ლუდი ორივეს გვიყვარს და ვსვამდით. ძალიან უბრალოდ, "ზღვის სტილზე" გვეცვა: მას - ჯინსის მოლურჯო შარვალი და შავი მაისური, თავზე შავი, მოდური კეპი ეხურა, მე კი - ლურჯი შორტი და იმავე ფერის მაისური მეცვა. საუბარში დაგვათენდა. ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.

- შენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მის გარეგნობაში?
ტატო:
- მზიკოსი ყველაფერი მომწონს. სიმართლე გითხრათ, პირველად მისმა თვალებმა მიმიზიდა: საოცარი ფერის თვალები აქვს, "ქამელეონს" რომ ეძახიან - მომწვანო, მოლურჯო... დავინტერესდი და ვკითხე კიდეც: ნუთუ, თვალის ფერი მართლა გეცვლება თუ მე მატყუებს თვალი-მეთქი?.. ასევე, მისმა ღიმილმა მომხიბლა. მას ჩემი გარეგნობიდან რა მოსწონს? ალბათ, გამოხედვა. იქნებ, აღნაგობა? მოდი, ღიმილს დავასახელებ.

მზია:
- პირველ რიგში, მისი გამოხედვა შევნიშნე და ეს მომეწონა, შემდეგ - ყველაფერი... ტატო სულ მეუბნებოდა, - ლამაზი არა, მაგრამ ძალიან ეშხიანი ხარო. როცა ვეკითხები, ჩემში რა მოგწონს-მეთქი? ყოველთვის მპასუხობს - ყველაფერიო.

- რა არის მისი მავნე ჩვევა? შენი?
ტატო:
- ძალიან ხშირად ნერვებს მიშლის: მაგალითად, რომ ეტყვი, - მოდი, ასე გავაკეთოთ-თქო, მას პირიქით სურს... ამის გამო, ერთმანეთს ავყვებით ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი უნდა გაიტანოს. სიჯიუტე ახასიათებს... ჩემი მავნე ჩვევა გულმავიწყობაა, მაგალითად - მნიშვნელოვანი თარიღები მავიწყდება. ამის გამო იბუტება ხოლმე.

მზია:
- მისი მავნე ჩვევა ის არის, რომ ჩემი წვალება უყვარს: ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვის, რომ "წაიგველებს", მე კი ვბრაზდები. ჰოროსკოპით მორიელი ვარ. მეც მიყვარს, როცა ადამიანს ვაწვალებ: ზოგჯერ მეც რამე "ისეთს" ვეტყვი, უფრო მეტად კი - ვჩქმეტ, ვუღუტუნებ... ამის გამო ბრაზდება: - კარგი, გოგო, უკვე აღარ შემიძლია, სული ამომხდა, თავი დამანებეო, - სულ ამას მეუბნება (იცინის). იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები