შარვალთან "ბრძოლა" - კვირის პალიტრა

შარვალთან "ბრძოლა"

10 იანვარს ნიუ-იორკის მეტროში 3500-მდე უშარვლო მგზავრი გამოჩნდა. ფლეშ-მობი - "მეტროში შარვლის გარეშე" ნიუ-იორკში მეათე წელია, ტარდება და ნიფხვის

ამარა მოსიარულეთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ტრუსიკიანმა მგზავრებმა სხვადასხვა სადგურიდან მეტროში საბოლოოდ თავი მანჰეტენის სადგურ "იუნიონ სკვერზე" მოიყარეს... ნიუ-იორკს წელს "წარმატებით" მიჰბაძეს ბერლინში, ბარსელონაში, ბუენოს-აირესსა თუ ათობით სხვა ქალაქში. სამაგიეროდ,  "პროგრესის შეტანა" ვერ მოხერხდა სამხრეთ აფრიკაში - იოჰანესბურგის მეტროში შესული 34-ვე უშარვლო პოლიციამ თვალის დახამხამებაშDი "გასკვანჩა".