ველობურთიც "გაგვიგია"... - კვირის პალიტრა

ველობურთიც "გაგვიგია"...

ლოს-ანჯელესში მეტად პოპულარულია ახალი თამაში "ველობურთი". მატჩში ორი 3-3-კაციანი გუნდი მონაწილეობს, მოედნისა და ბურთის ზომა ისეთივეა, როგორიც

ჩოგბურთში, ჩოგნებს კი თხილამურის ჯოხებისგან ამზადებენ. დიდი სისწრაფისა და შეჯახებების გამო ხშირია დაჟეჟილობა, ამიტომ ფეხებს საგანგებო წვივსაკრავ-სამუხლეებით იფარავენ. ველობურთელი ქალები კი არაფერს ეპუებიან, მამაკაცებს ტოლს არ უდებენ და მათთან ერთად ასპარეზობენ.