"ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და.. რა და­ვა­შა­ვეთ?!" - რას ამბობს სოფო ბედია კორონავირუსზე შექმნილ სიმღერასა და კლიპზე?
"ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და.. რა და­ვა­შა­ვეთ?!" - რას ამბობს სოფო ბედია კორონავირუსზე შექმნილ სიმღერასა და კლიპზე?
"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო"

"ის­ტო­რი­უ­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რა" - ასე და­ა­ა­ნონ­სა გია ჯა­ჯა­ნი­ძემ სა­კუ­თარ შო­უ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ცნო­ბი­ლი და კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პის StopCOVID 19-ის პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე გას­ვლის­თა­ნა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა.

"გა­თენ­დე­ბა, ოც­ნე­ბის მზე ანა­თებს, და­ღამ­დე­ბა, იმე­დით და­ვუც­დით დღეს" - ასე იწყე­ბა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პა­დაც კი "მო­ნათ­ლა".
იდე­ის ავ­ტო­რი მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია გახ­ლავთ, კომ­პო­ზი­ტო­რი - კაკი ბოლ­ქვა­ძე, ტექ­სტის
ავ­ტო­რი პო­ე­ტი ნანა ცინ­ცა­ძეა, კლი­პის რე­ჟი­სო­რი კი ბესო კვა­რა­ცხე­ლია.

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია გა­ოგ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლით და ძა­ლი­ან ნა­წყე­ნია მათ­ზე, ვინც კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სოფო იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­ვირს, რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პად კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი
სიმ­ღე­რა.

სოფო ბე­დია:
- ჩვე­ნი მხრი­დან გვინ­დო­და რომ ეს კე­თი­ლი მე­სი­ჯი ყო­ფი­ლი­ყო, ვერ ვხვდე­ბი, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რა­ტომ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი იყო, ჩემ მე­გო­ბარ კაკი ბოლ­ქვა­ძეს­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქვე­ყა­ნა­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და უცებ ისეთ­მა გრძნო­ბამ ამი­ტა­ნა, რომ ვი­ფიქ­რე, ხალ­ხის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად რამე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

კა­კის ვუ­თხა­რი, მიდი, და­წე­რე სიმ­ღე­რა-თქო და მა­შინ­ვე მი­უჯ­და ინ­სტრუ­მენტს, ნანა ცინ­ცა­ძეს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე ტექ­სტი და­ე­წე­რა, ბესო კვა­რა­ცხე­ლი­ას კი კლი­პის გა­და­ღე­ბა. ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და?!

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პა­დაც კი აღიქ­ვა...
- რა სი­სუ­ლე­ლეა! პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს! ალ­ბათ იმი­ტომ აღიქ­ვეს, რომ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი, "ოც­ნე­ბის" კონ­ცერ­ტებ­ზეც მღე­რო­და. რო­დე­საც სიმ­ღე­რა და­ი­წე­რა, ძა­ლი­ან დიდი სია ჩა­მოვ­წე­რე, გა­ვა­კე­თე ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ყვე­ლას შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ვუგ­ზავ­ნე, რომ მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი მოვ­ნიშ­ნე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, შემ­დგა­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი თუ "ოც­ნე­ბის". და­ვუ­რე­კე ყვე­ლას და ვუ­თხა­რი, ვი­საც გაქვთ სურ­ვი­ლი, მობ­რძან­დით სტუ­დი­ა­ში-მეთ­ქი. სა­თი­თა­ოდ ჩავ­წე­რეთ ეს ხალ­ხი, ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია და­ვი­ცა­ვით, რომ ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო.

მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი არ იყო ქა­ლაქ­ში, ზოგ­მა თქვა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს, ზოგ­საც დი­ა­ბე­ტი და ვერ გა­მო­ვი­დო­და სახ­ლი­დან, არც გა­ვამ­ტყუ­ნებ მათ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ეს კლი­პი ყვე­ლა­ნა­ი­რად მოკ­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რობ­დნენ კლიპ­ში თქვე­ნი მე­უღ­ლის გა­მო­ჩე­ნა­ზეც.
- ჩემი მე­უღ­ლე ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და გინ­და ივარ­ჯი­შოს და გინ­და არა, სულ არ მწყინს ხოლ­მე ამ თე­მა­ზე ხუმ­რო­ბე­ბი. დიახ, რა­ტომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო კლიპ­ში?!

ტექსტს მო­უს­მი­ნეთ და მუ­სი­კას ხალხნო, იმ­დე­ნად მოკ­ლე დრო­ში გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ რო­მელ ხა­რისხზეა ლა­პა­რა­კი. 26 მარტს მი­ვი­ტა­ნეთ გი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში. ცოტა მე­წყი­ნა, არ მინ­დო­და რომ 9 აპ­რი­ლის თე­მა­ზე გა­სულ გა­და­ცე­მა­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, რად­გან მა­ინც ასო­ცი­ა­ცია "ტი­ტებ­თან" იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ჯა­ჯა­ნი­ძემ მი­თხრა, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ხერ­ხდა.

ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. რა და­ვა­შა­ვეთ, კი­დევ ერთხელ ვკი­თხუ­ლობ? - გული გვტკი­ვა მე და კა­კის ამ კო­მენ­ტა­რებს რომ ვკი­თხუ­ლობთ. კაკი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია რაც მღე­რის. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ვერ იცნო და ამის გამო უნდა გა­თე­ლონ?

ხან­და­ხან ნამ­დვი­ლად აღარ მინ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, რომ ვერ ვტო­ვებ. რამ გა­ა­ბო­რო­ტა ეს ხალ­ხი ვერ ვი­გებ... იხილეთ სრულად


იხილეთ კლიპი
ტოტო
20 აპრილი 2020 11:33
უგემოვნოდ,ნაჩქარევად გაკეთებულია,რაღაც მუსიკალური გოგლიმოგლია.
...
18 აპრილი 2020 06:31
Zan kargi klipia martlac me egre vfikrob politika arafer hvahia am kliptan gasabrazebeli veraferi vnaxe sofo carmatebebi cinsvla darvhet saxlhi gauftxildet ertmanets zan kargi klipia
tasi
18 აპრილი 2020 00:02
ვაიმეეეე სოფო დაიკიდე რააარაც უფრო მეტ ყურადარებას მიაქცევთ და ინერვიულებ ამით ამ რეგვენებს ახარებ,ამიტომ გაატარე,გაიცინე,ვისაც არ მოსწონს ნუ მოუსმენს მე კი გადავახვევ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები