"ესაა ის შემთხვევა, როდესაც საქართველო შენთვის სამშობლოა!" - რას წერს ხათუნა ხოფერია ბიძინა ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"ესაა ის შემთხვევა, როდესაც საქართველო შენთვის სამშობლოა!" - რას წერს ხათუნა ხოფერია ბიძინა ივანიშვილზე?

ყოფილი პარლამენტარი, ამჟამად "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ხათუნა ხოფერია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავიურუსული ინფექციის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას და წერს:

"გადავწყვიტე ჩემი 2 აპრილის პოსტის გამეორება! უფრო სწორედ, ერთ-ერთ პუნქტში დამატების შეტანა. აი, ისიც:

"ფულზე არ ვაპირებ საუბარს! ახლა, მმართველი პარტიის თავჯდომარეზე ვსაუბრობ! (ისე, თუ გავხსნით ამ თემას, სხვა პარტიების თავჯდომარეებიც არ დავივიწყოთ. ოჯახს რაც შეეხება, ბერუკამ ჩაწერა თავისი სახელი და გვარი ძნელბედობის ისტორიაში. დანარჩენს დრო გვანახებს).

ჰო და, დრომ გვიჩვენა...

მოკლედ, უნდა გავაკეთო მინაწერი:

100 000 000 (ასი მილიონი) ლარი - ბიძინა ივანიშვილი!

დიახ, ესაა ის შემთხვევა, როდესაც საქართველო შენთვის სამშობლოა!"

და იქვე იხსენებს ძველ პოსტსაც:

"სიმართლე, რომელიც უნდა ვთქვა!

"კუმ ფეხი გამოყო, პენალტი დამარტყმევინეთო!... ასეა ზოგიერთების საქმე...

ზოგი ინფექციონისტი გახდა, ზოგი ფულად-საკრედიტო ექსპერტი, ზოგი ტესტოლოგი, ზოგი კრიზისების მართვის ასი და ა. შ. ...

და ამ მარაზმს ფონად ახლავს ბიძინა სად არის?... ბიძინა რას აკეთებს?... ბიძინა... ბიძინა...

ამიტომ, გეტყვით სიმართლეს!

1. ვინმე ფიქრობს, რომ ის ადამიანები, ვინც რეალურ საქმეს აკეთებენ, ხალხის ნდობას და სიყვარულს იმსახურებენ, არ არიან ასოცირებული მართველ პარტიასთან და მის თავმჯდომარესთან? ანუ, ბიძინასთან?

2. ფიქრობთ, რომ საზოგადოებამ არ იცის და ვერ ხვდება, რამხელა დამსახურებაა ივანიშვილის მიმდინარე წარმატებულ პროცესებში?!

3. ფულზე არ ვაპირებ საუბარს! ახლა, მმართველი პარტიის თავჯდომარეზე ვსაუბრობ! (ისე, თუ გავხსნით ამ თემას, სხვა პარტიების თავჯდომარეებიც არ დავივიწყოთ. ოჯახს რაც შეეხება, ბერუკამ ჩაწერა თავისი სახელი და გვარი ძნელბედობის ისტორიაში. დანარჩენს დრო გვანახებს).

4. მთავარი ისაა, რომ ნომერ პირველმა პოლიტიკოსმა - "ოცნების" თავმჯდომარემ, რომლის უშუალო პასუხისმგებლობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მიიღო და დაადასტურა ყველა სწორი გადაწყვეტილება კრიზისის მართვის მიმართულებით!

ა. პროფესიონალები წინა ხაზზე. ბ. სრული ნდობა და მხარდაჭერა სტრატეგიულ გეგმას.

გ. არანაირი პოლიტიკა!

დ. არანაირი მცდელობა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების.

ე. პოლიტიკოსები კულუარებში! მათ შორის, თავად მისცა იმის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს დუმილით და თავშეკავებით

ჰო და, ახლა მაინტერსებს, რა არ მოგწონთ?..

რა გინდათ? ისევ დებატები, ისევ ქულების ჩაწერა და ისევ ხალხის გაღიზიანება?..

იმ ხალხის, რომელიც დღეს გამყრელიძეცაა, ეზუგბაიაც, გახარიაც და ის დაავადებული ექიმიც, რომელიც ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის სიცოცხლეს თავისი სიცოცხლით შეეხიდა!

კარგად გამიგეთ! არ გინდათ სიტუაციის არევა...

უბრალოდ, გაყუჩდით!

ვერ ირტყმევინება კუ კაცურად პენალტს!"

იხილეთ ასევე: ვინ რა კურსით დათვალა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში ჩარიცხული 100 მილიონი ლარი...