ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ...
ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ...
ახალი კორონავირუსით შექმნილი საფრთხის გამო, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მათ შორისაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც, სადაც უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა ეროვნული ნაკრძალიც. ადამიანების უეცარი გაუჩინარება, როგორც ჩანს ცხოველებმაც შეამჩნიეს.

თვითიზოლაციასა და კარანტინში მოქცეულმა ადამიანებმა დატოვეს ტერიტორიები და ცხოველებმა ავტომაგისტრალებიც კი დაიკავეს. სწორედ ასე მოხდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კრიუგერის სახელობის ეროვნულ ნაკრძალში, სადაც ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ.


ეროვნული ნაკრძალის ზედამხედველის რიჩარდ სოურის თქმით, 25 მარტიდან ნაკრძალში
უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ის დროებით დახურულია.

ნაკრძალის თანამშრომლის თქმით, ჩვეულებრივ ასეთ სურათს მხოლოდ ღამით თუ ნახავდით, მაშინ, როცა ნაკრძალში არავინ არის, მაგრამ აკრძალვების გამო, პარკი დღის განმავლობაშიც დაცლილია ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ, ლომებმა პარკში ხეტიალისას იმ ადგილას შეისვენეს და ჩაეძინათ, სადაც ადრე უამრავი ტურისტი გადაადგილდებოდა.


"ლომებს, როგორც სხვა ცხოველებს ინსტიქტურად ეშინიათ ადამიანების, როცა ისინი ფეხით გადაადგილდებიან, მეც ფეხით რომ ვყოფილიყავი ასე ახლოს მათთან ვერ მივიდოდი და ვერც ფოტოებს გადავიღებდი", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი. რიჩარდ სოურიმ ლომებს ფოტო ტელეფონით მანქანიდან გადაუღო. (წყარო)
ბესოს
21 აპრილი 2020 00:41
ბესო ძმაო მაგარი გარეკილუ გაქვს, არა უშავს, მალე დამთავრდება კარანტინი :))
beso
17 აპრილი 2020 17:53
თან ლეთალურ ძილში არიან და მათ ეს ამისათვის გააკეთეს? ლეთალური ძილი არის მკურნალი, რადგან ამდროს ზურგის ტვინი წმენდს ნარჩენებისაგან თავის ტვინს და ეს არის უდიდესი მკურნალი სხეულის. ამიტომ ცხოველი ყოველთვის ეძებს უსაფრთხო ადგილს. მაგ. კურდღელი იძინებს მაგიდის ქვეშ მიდგმულ სკამზე და სხვა. საინტერესოა
beso
17 აპრილი 2020 17:46
რატომ ვერ ვხდები? რატომ არჩიეს მინდორს ასეთ ამინდში ასფალტი? ისინი არაფერს უაზროდ არ აკეთებენ? მომავალში მოვიცლი ამისათვის, რადგან მე მათი მესმის. ნოსტრადამუსმა თქვა, რომ 2019 -ში ადამიანი კატის ენას ამოხსნისო. მე ვუთხარი, როცა ადამიანი თავის აზროვნების პროცესს გაიგებს მეთქი. ვინ როგორ აზროვნებს,ისაა მისი სემიოტიკა. დანარჩენზე სხვა დროს ვიბაზროთ. დიდება უფალს. გაიხარეთ, რადგან ამ ფოტებმა კმაყოფლება მომცა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები