ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ... - კვირის პალიტრა

ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ...

ახალი კორონავირუსით შექმნილი საფრთხის გამო, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. მათ შორისაა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც, სადაც უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა ეროვნული ნაკრძალიც. ადამიანების უეცარი გაუჩინარება, როგორც ჩანს ცხოველებმაც შეამჩნიეს.

თვითიზოლაციასა და კარანტინში მოქცეულმა ადამიანებმა დატოვეს ტერიტორიები და ცხოველებმა ავტომაგისტრალებიც კი დაიკავეს. სწორედ ასე მოხდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კრიუგერის სახელობის ეროვნულ ნაკრძალში, სადაც ლომებს ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ მაგისტრალზე ჩაეძინათ.

ეროვნული ნაკრძალის ზედამხედველის რიჩარდ სოურის თქმით, 25 მარტიდან ნაკრძალში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ის დროებით დახურულია.

ნაკრძალის თანამშრომლის თქმით, ჩვეულებრივ ასეთ სურათს მხოლოდ ღამით თუ ნახავდით, მაშინ, როცა ნაკრძალში არავინ არის, მაგრამ აკრძალვების გამო, პარკი დღის განმავლობაშიც დაცლილია ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ, ლომებმა პარკში ხეტიალისას იმ ადგილას შეისვენეს და ჩაეძინათ, სადაც ადრე უამრავი ტურისტი გადაადგილდებოდა.

"ლომებს, როგორც სხვა ცხოველებს ინსტიქტურად ეშინიათ ადამიანების, როცა ისინი ფეხით გადაადგილდებიან, მეც ფეხით რომ ვყოფილიყავი ასე ახლოს მათთან ვერ მივიდოდი და ვერც ფოტოებს გადავიღებდი", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი. რიჩარდ სოურიმ ლომებს ფოტო ტელეფონით მანქანიდან გადაუღო. (წყარო)