ვატიკანის რჩეულები - კვირის პალიტრა

ვატიკანის რჩეულები

2009 წლის კათოლიკური შობის წინა პერიოდში, ერთი მეტად საინტერესო სია გამოქვეყნდა, რომელიც იმ წუთიდანვე "საერთო-სახალხო" ყურადღების ცენტრში მოექცა და რომელსაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო პლანეტის თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ. არადა, ეს ერთი შეხედვით თითქოსდა ბანალური ჰიტ-პარადი გახლდათ, რომლის შედგენა და გამოქვეყნება ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია და რომელიც თითქმის არასოდეს არანაირი აჟიოტაჟის საბაბი არ ხდება ხოლმე. უბრალოდ, ზემოთ აღნიშნული "ჩარტის" ავტორი, არც მეტი და არც ნაკლები, გახლდათ თავად... ვატიკანი!

კათოლიკური სამყაროს ცენტრმა მთელის სერიოზულობით გამოაქვეყნა 12 კომპოზიციის ჩამონათვალი, რასაც ვატიკანის პრესსამსახურის შემდეგი მშრალი განცხადებაც ახლდა:"ეს პლეი-ლისტი არის კლასიკური და თანამედროვე მუსიკის მშვენიერი ნაზავი, სადაც ყველა კომპოზიცია შესრულებულია და მიეკუთვნება აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებს, მაგრამ ისინი ერთობლიობაში ემსახურებიან ერთ ლამაზ მიზანს - პოზიტიურად  ათრთოლებენ ადამიანთა გულებს!"

KvirisPalitra.Geაღნიშნულ"პლეილისტში" მოცარტთან და თავად ბენედიქტ XVI-ის დისკთან ერთად, აღმოჩნდა ჯგუფი MUSE-ც, კომპოზიციით "Uprising", მათ"საპატიო მეორე ადგილი" ერგოთ. ამ ყველაფერს თუ არცთუ ისე უსაფუძვლო მოარულ ხმებსაც დავუმატებთ, რომ კომპოზიცია "Uprising"-ს თავად რომის პაპიც პერიოდულად უსმენსო,  მაშინ მივხდებით, რომ ასეთი ტიპის აღიარება არც ერთ როკ-ბენდს ჯერ არ ღირსებია.

ამერიკას არ აღმოვაჩენთ თუ ვახსენებთ,  - ვატიკანი რომშია განლაგებული და ის რომ"ყველა გზაც რომში მიდის", არც ეს არის ახალი არავისთვის, თუმცა MUSE-ის (იკითხება -"მიუზ") შემთხვევაში ეს"ყველა გზა"  საერთოდ სხვა ადგილამდე მიგვიყვანს. ამბავი, რომელიც მომავალში სერიოზულ კორექტივებს შეიტანს როკ და ალტერნატიული მუსიკის განვითარებაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სადღაც პროვინციაში, ინგლისის სამხრეთით, დევონის საგრაფოში მდებარე პატარა სანაპირო ქალაქ თეინმუთში დაიწყო, სადაც სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილებიდან და სულ სხვადასხვა მიზეზების გამო, საკმაოდ ნორჩ ასაკში, თავი მოიყარეს მეტმა (Matthew Bellamy ), ქრისმა (Christopher Wolstenholme) და დომმა (Dominic Howard).

1994 წელს კი თეინმუთი უცნაური ამბის მოწმე გახდა. იქაც ტარდება ჩვენი "ჯეოსტარის" ტიპის კონკურსი, ოღონდ რეგიონალური დონის, რომელსაც "Battle of the Bands" ჰქვია. ამ კონკურის"უცნაურობა" იმაში მგომარეობდა, რომ პოპ და ფანკ-პოპის შემსრულებელი ჯგუფების გვერდით, რომლებიც ძირითადად "ჟამიროქუაი"-ის მიბაძვით იყვნენ დაკავებულები,  გოთური მაკიაჟით მორთული და საკმაოდ აგრესიული, ნამდვილი პანკ-როკ-ბენდი "Rocket Bady Ddolls» გამოჩნდა.

KvirisPalitra.Geგამოჩნდა და დიდი "Nirvana"-ს ქავერის "თოურეტტე"-ის თავისებურად მძაფრად შესრულების შემდეგ, მძიმე მუსიკაზე მონატრებული თეინმუთელი მსმენელი სცენაზეც კი აცვივდა და ტრადიციულად,"ეშხიანად" მილეწ-მოლეწეს იქაურობა. შემდეგ რაც მოხდა, იმას უბრალო ადამიანურ ენაზე"ბედისწერა" ჰქვია. არავინ იცის, რისი გავლენის ქვეშ მოექცა ადგილობრივი"პოპსა" ჟიური, მაგრამ ამ დემარშის შემდეგ აბსოლუტურად მოხულიგნო "Rocket Baby Dolls"-ს, კონკურსზე პირველი აგდგილი მიაკუთვნეს"!

ამ ამბიდან სადღაც ორ კვირაში ბიჭებმა ბენდს სახელი რატომღაც შეუცვალეს, დაარქვეს MUSE-ი (ძალიან ბანალური "მუზა") და... სამი წლით დაცილდნენ ერთმანეთს.

მათი მეორე (და საბოლოო) შეერთება ემთხვევა ძალიან საინტერესო ეპოქას მუსიკაში. ეს ის პერიოდია, როდესაც "Nirvana" აღარს არსებობს, ინგლისური მუსიკა ცილდება ამერიკულს და ყველაფერი ბრიტანული უკვე სტერეტიპულ ბრიტ-პოპად აღიქმება. ძალუმი გიტარული რიფების და რიტმ-სექციის მოტრფიალე MUSE-ის ბიჭებს ეს ამბები არანარიად არ აკმაყოფილებდათ და თავიანთი მზერა ოკეანის გაღმა მიმართეს, თან ჯიუტად გადაწყვიტეს, რომ როგორმე შეევსოთ ეს "ბრიტანული ვაკუუმი". მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მიუხედავად "ამერიკული მუსიკის" ტრფიალისა, ბიჭებს არც ბრიტანული სახელოვანი "წარსული" დავიწყებიათ და ის მასალა, რაც თავიანთი უკვე თითქმის ლეგენდარული კარიერის დასაწყისში შექმნეს, მრავალნაცად მელომანს აუცილებლად ადრეულ "Queen"-საც გაახსენდება.  ამ დიდი ჯგუფის სიმპატიები MUSE-ს დღემდე აქვს და ამ ფაქტს ისინი არასოდეს მალავდნენ. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ჯერ ჯერობით მათ "Queen"-ის არც ერთი ქავერი არ შეუსრულებიათ, რაც უდავოდ საინტერესო ექსპერიმენტი იქნება.

KvirisPalitra.Geეს ყველაფერი მომავლის ამბავია და MUSE-ს, თუ რამე უცნაური არ მოხდა, ძალიან დიდი მომავალი აქვს. მით უმეტეს, რომ ბენდის წევრების შემადგენლობა დაარსების დღიდან არ იცვლება და ასაკიც საკმად "ნორჩია". თან მათმა ბოლო ალბომმა (თჰე ღესისტანცე) საერთოდ სხვა სახით დაგვანახა ჯგუფიც და გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამ ალბომს ძალიან მალე XXI საუკუნის ეპოქალურ ალბომის სტატუსსაც მიანიჭებენ, იმდენად სხვანაირი მუსიკა და მუსიკალური ხედვები "დადეს" ბიჭებმა.  სხვათა შორის, ზუსტად ალბომ "თჰე ღესისტანცე"-ის პირველი კომპოზიციაა "Uprising", პერიოდულად რომის პაპიც რომ უსმენს.

ამჟამად კი ჩვენ მხოლოდ MUSE-ის "თეინმუთიდან ვატიკანამდე" განვლილი გზა და ისიც  საკმაოდ აბსტრაქტულად განვიხილეთ. მაგრამ კიდევ უფრო რომ მივხდეთ MUSE-ის სახით რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე, აუცილებლად  ერთი ეპიზოდიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც არც თუ ისე დიდ ხნის წინ მოხდა:

ერთ-ერთ იტალიურ ტელეშოუში (ჩვენი "ნანუკას შოუს" ანალოგი) გამოსვლის დროს ჯგუფი დადგა გარკვეული დილემის წინაშე - იქაური ტელეშოუს კანონიკის მიხედვით მათ ფონოგრამით უნდა "ემღერათ", რამაც ბიჭები სასტიკად აღაშფოთა (ბენდისთვის, რომელიც "უემბლის" სტადიონს ავსებს,  მსგავსი რამ თითქმის მკრეხელობაა) მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ "ცოცხლად" შესრულება  ტექნიკური მიზეზების გამოც შეუძლებელი იყო, მათ შემდეგი "ხუმრობა" მოიგონეს: დომენიკ ჰოვარდმა (დრამერი) დაიჭირა ხელში ბას-გიტარა და მიკროფონთან ვოკალისტის ადგილი დაიკავა, ბას გიტარისტმა ქრის უოლსტენჰოლმა კი პირიქით - სოლო სოლო გიტარას მოკიდა ხელი, ხოლო თავად ფრონტმენმა და სოლო გიტარისტმა მეტიუ ბელამიმ კი, დასარტყამ ინსრტუმენტთან მოიკალათა. მათ ისე "შეასრულეს"  "Uprising" (რომელსაც რატომღაც დომენიკი "მღეროდა"), რომ ვერც ტელე შოუს პუბლიკა და ვერც მითუმეტეს წამყვანი ქერა ქალბატონი ვერ მიხვდა თუ რა ფარსი დატრიალდა მათ თვალწინ.

გაგა გობრონიძე (სპეციალურად საიტისთვის)