სუპერამაზონი - კვირის პალიტრა

სუპერამაზონი

გინესის წიგნის მიხედვით, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტერლოკის მცხოვრები, 203 სმ სიმაღლის გოგონა ამაზონ ივი (Amazon Eve) მსოფლიოს ყველაზე მაღალ ფოტომოდელად აღიარეს.

ამ მართლაც "სუპერმოდელზე" დიდი მოთხოვნაა, თუმცა ამაზონი მხოლოდ ფოტოსესიებში მონაწილეობს, რადგან პოდიუმზე მის გვერდით ყველაზე მაღალი მოდელებიც კი ლილიპუტებივით ჩანან. გულივერი ივი მოდელად იქცა შარშან, ნოემბერში, როცა ადგილობრივი ჟურნალის გარეკანზე ბიკინით გამოჩნდა.

მანამდე კი საოცარი ძალის მქონე ამაზონი, რომელიც 80 კგ წონის ადამიანს ცალი ხელით თავისუფლად სწევს, მამაკაცებთან მკლავჭიდით იყო დაკავებული! მკლავჭიდზე უარს არც ახლა ამბობს, - მასთან მკლავჭიდი საათში 400 დოლარი ღირს...